რაბიო: “იუვეში” დიდ ფრანგებს უთამაშიათ. ვეცდები, აქ ჩემი სახელიც დავტოვო”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა ადრიან რაბიომ იტალიურ გუნდში გადასვლის შემდეგ შექმნილი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

“იტალიის ჩემპიონატში სათამაშოდ მზად ვარ. მთავარ მწვრთნელთან საუბრის შესაძლებლობა ჯერ არ მქონია, მაგრამ აქაურობით მოხიბლული ვარ.

უკანასკნელი რამდენიმე თვე ჩემთვის იოლი არ ყოფილა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა მხოლოდ ახალ თავგადასავალზე ვფიქრობ.

რაც შეეხება “იუვენტუსს”, შესანიშნავი კლუბია. თამამად ვიტყვი, რომ აქ გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიცი, რომ “იუვეს” რიგებში დიდ ფრანგ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ვეცდები, რომ აქ ჩემი სახელიც დავტოვო”, – ციტირებს რაბიოს სიტყვებს “იუვენტუსის” ვებგვერდი.

ცნობისათვის, ფრანგი ნახევარმცველით “ბარსელონა”, მიუნხენის “ბაიერნი” და რამდენიმე ინგლისური კლუბი გახლდათ დაინტერესებული.

“არსენალს” რაბიო და ანტუნეში სურს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელით გაძლერებას აპირებს.

“მეთოფეთა” მთავარი სატრანსფერო მიზანი “პარი სენ-ჟერმენის” 19 წლის ნახევარმცველი ადრიან რაბიო იქნება. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. “არსენალს” ამ ტრანსფერის გაჩარხვაში იტალიური “რომა” შეეცილება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენ ვენგერს საკუთარ კლუბში სურს, “მალაგას” მარცხენა მცველი ვიტორინუ ანტუნეში გახლავთ. პორტუგალელ მოთამაშეს ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

 

“პარი სენ-ჟერმენმა” რაბიო “მილანში” არ გაუშვა

“მილანმა” “პარი სენ-ჟერმენს” ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის, ადრიან რაბიოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

პარიზულმა კლუბმა “როსონერის” წარმომადგენლებს აცნობა, რომ ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც კია დაგეგმილი.

19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე იჩენდნენ ლონდონის “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი”.

ქართველ გულშემატკივარს ადრიან რაბიო 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის შარშან გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ემახსოვრება. მაშინ საქართველოსა და საფრანგეთის 19 წლამდე გუნდები უგოლოდ დაზავდნენ.