“არსენალს” რაბიო და ანტუნეში სურს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელით გაძლერებას აპირებს.

“მეთოფეთა” მთავარი სატრანსფერო მიზანი “პარი სენ-ჟერმენის” 19 წლის ნახევარმცველი ადრიან რაბიო იქნება. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. “არსენალს” ამ ტრანსფერის გაჩარხვაში იტალიური “რომა” შეეცილება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენ ვენგერს საკუთარ კლუბში სურს, “მალაგას” მარცხენა მცველი ვიტორინუ ანტუნეში გახლავთ. პორტუგალელ მოთამაშეს ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

 

“პარი სენ-ჟერმენმა” რაბიო “მილანში” არ გაუშვა

“მილანმა” “პარი სენ-ჟერმენს” ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის, ადრიან რაბიოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

პარიზულმა კლუბმა “როსონერის” წარმომადგენლებს აცნობა, რომ ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც კია დაგეგმილი.

19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე იჩენდნენ ლონდონის “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი”.

ქართველ გულშემატკივარს ადრიან რაბიო 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის შარშან გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ემახსოვრება. მაშინ საქართველოსა და საფრანგეთის 19 წლამდე გუნდები უგოლოდ დაზავდნენ.