მარტინ ედეგორი: “თუ “რეალი” აღარ გამანათხოვრებს, დავამტკიცებ, რა შემიძლია”

მადრიდის “რეალის” ახალაგზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი, რომელიც “ბლანკოსმა” 2014 წელს შეიძინა, ბოლო ორი სეზონია ჰოლანდიურ “ჰერენვენში” იჯარით თამაშობდა. 19 წლის შემტევს არენდის ვადა დაუსრულდა და ახლა ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა. ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ გუნდი მას კვლავ გაანათხოვრებს.

საკუთარ მომავალზე თავად ნორვეგიელმა ისაუბრა.

“მთავარია, ისეთ გუნდს შევუერთდე, სადაც თამაშის საშუალება მომეცემა. თუმცა, ახლა ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება. თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ კლუბთან ერთად შეკრებაზე წასვლა მომიწევს, სადაც შანსი მომეცემა, ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო.”

ფეხბურთელს “რეალის” ბოლო მიღწევაზეც ჰკითხეს.

“აღარ არსებობს კითხვა, რომელია საუკეთესო კლუბი. სასიამოვნოა, როცა ზედიზედ სამჯერ იგებ ჩემპიონთა ლიგას. ამის შემდეგ, შენს სიძლიერეზე ყველა ეჭვს აქრობ,” – ამბობს ედეგორი.

იბრაჰიმოვიჩი: “ედეგორმა მამამისისგან თავი უნდა დაიხსნას”

“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მარტინ ედეგორმა მამამისისგან თავი უნდა დაიხსნას.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნორვეგიელთა ახალგაზრდა მოთამაშე მარტინ ედეგორზე კითხვა დაუსვეს.

“მას ჰყავს მამა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. უპირველეს ყოვილისა, ედეგორი უნდა გაიზარდოს, გახდეს კაცი და შემდეგ მამამისისგან თავი დაიხსნას. მარტინმა კარგად ითამაშა, ბურთს იშვიათად კარგავდა. კარგია, რომ ის უკვე თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Aftonbladet-ს.

ცნობისთვის, მარტინ ედეგორის მამა ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ნორვეგიული კლუბების ღირსებას იცავდა.

მარტინ ედეგორის პასი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

8 ივნისს, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ნორვეგიელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ბრწყინვალე პასი გააკეთა.

“რეალი” ედეგორს და ასენსიოს გაანათხოვრებს

“რეალის” ნახევარმცველები, მარტინ ედეგორი და მარკო ასენსიო მომდევნო სეზონში “სამეფო კლუბის” ღირსებას არ დაიცავენ.

ესპანური პრესის ცნობით “რეალი” ორივე მოთამაშეს გაანათხოვრებს. ედეგორის გადაბირების სურვილი “ვილიარეალმა” გამოთქვა, თუმცა მადრიდელები უპირატესობას ნორვეგიელის “ბეტისში” ან “მალაგაში” გაშვებას ანიჭებენ.

რაფაელ ბენიტესი და კლუბი ხელმძღვანელობა დაინტერესებულები არიან, რომ ამ მოთამაშეებს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი და ასენსიო “რეალმა” ზამთარში “სტრიომსგოდსეტიდან” და “მალიორკადან” შეიძინა.

ედეგორი: “ძალიან ბედნიერი ვარ”

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარტინ ედეგორმა “სამეფო კლუბში” თავის დებიუტზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ბედნიერია.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” ანგარიშით 7:3 დაამარცხა. ნორვეგიელი ფეხბურთელი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, მან რონალდუ შეცვალა.

“ჩემთვის, სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში განსაკუთრებული რამ იყო. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ცხადია, ვნერვიულობდი, მაგრამ შევეცადე, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა”, – უთხრა ედეგორმა “რეალის” ტელევიზიას.

როგორ ერთობა მარტინ ედეგორი აუზში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივცრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობა მარტინ ედეგორი.



მარტინ ედეგორმა კრიშტიანო რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთ ვარჯიშზე “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარტინ ედეგორმა კრიშტიანო რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა.

10 საუკეთესო ტრანსფერი იანვარში

საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა 2015 წლის იანვრის ათი საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა.

გაბრიელ პაულისტა (“ვილიარეალიდან” ლონდონის “არსენალში”)
15 მილიონი ევრო

10

მანოლო გაბიადინი (“სამპდორიადან” “ნაპოლიში”)
13 მილიონი ევრო

9

მარტინ ედეგორი (“სტრომსგოდსეტიდან” მადრიდის “რეალში”)
4 მილიონი ევრო

8

ვიქტორ ვალდესი (თავისუფალი აგენტი – “მანჩესტერ იუნაიტედში”)

victor-valdes_u23ptvrotp9u1scqdyak5lmpp

ლუკას სილვა (“კრუზეიროდან” მადრიდის “რეალში”)
15 მილიონი ევრო

lucas-silva_10pngnpp7z2h41stkl4xvyen16

ფერნანდო ტორესი (“მილანიდან” მადრიდის “ატლეტიკოში”)

fernando-torres_1g33vdsdflsem10rk0o5rcvbl0

ანდრეი კრამარიჩი (“რიეკადან” “ლესტერში”)
9.3 მილიონი ევრო

andrej-kramaric_rithtzqwu5pr163yrgyvell9m

ხუან კუადრადო (“ფიორენტინადან” ლონდონის “ჩელსიში”)
33 მილიონი ევრო

cuadrado-chelsea

ანდრე შიურლე (ლონდონის “ჩელსიდან” “ვოლფსბურგში”)
30 მილიონი ევრო

andre-schurrle_155mja5c0138e1b93w8cfyc8jr

ჩერდან შაქირი (მიუნხენის “ბაიერნიდან” “ინტერში”)
15 მილიონი ევრო

xherdan-shaqiri_c38gx7a6lnkx13o1mrp2yi2bu

მარტინ ედეგორის მეგობარი გოგონა (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ მადრიდის “რეალმა” ნორვეგიელი ტალანტი მარტინ ედეგორი შეიძინა. რა თქმა უნდა, ასეთ კლუბში გადასვლის შემდეგ, 16 წლის ფეხბურთელის პირადი ცხოვრებით ბევრი გამოცემა დაინტერესდა. გაირკვა, რომ ედეგორს 15 წლის მეგობარი გოგონა ოდა ბურუდი ჰყავს, რომელიც ფეხბურთელია.

BlIBvIwIYAArtin

BQC3WBeCcAAp8WT

image414

image420

martin-odegaard1

რა გააკეთა მარტინ ედეგორმა “რეალში” გადასვლის შემდეგ

22 იანვარს, ნორვეგიელმა მარტინ ედეგორმა მადრიდის “რეალთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა და ამ კლუბის წევრი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ფეხბურთელი კვირაში ხელფასის სახით 80 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ესპანური გაზეთის, The Economist-ის ცნობით, იმის შემდეგ, რაც ედეგორმა “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი გააფორმა, მან სოციალურ ქსელ “თვითერში” ის პოსტები წაშალა, რომლებშიც კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის აქებდა.

b3164480-a24d-11e4-ac4c-c581660d2066_estos-son-los-tweets-que-odegaard-intentado

გაიცანით 15 წლის ფეხბურთელი, რომლის შეძენა “ბაიერნსა” და “მანჩესტერს” სურთ

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, ნორვეგიელმა მარტინ ედეგორმა უკვე იმდენი მოახერხა, რომ მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” იჩენენ.

უჩვეულოა, მაგრამ 2014 წელს, ნორვეგიული “სტრიომსგოდსეტის” პირველ გუნდში ასეთი ასაკის ფეხბურთელი დააწინაურეს. ედეგორმა ნორვეგიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი სამჯერ დალაშქრა. ასევე, მან არაერთი საგოლე პასი გააკეთა.

შემტევი ნახევარმცველი ძალიან ტექნიკურია და მეტოქის მოტყუება სულაც არ უჭირს.