როგორც ჩანს, მარტინ ედეგორისთვის ბრძოლა მიუნხენის “ბაიერნის” გამარჯვებით დასრულდა.
Sport 1.de-ს ცნობით 15 წლის ნახევარმცველი გერმანულ გრანდთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს. შესაძლოა, ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია ხვალაც გახდეს ცნობილი. რამდენიმე საათში ედეგორს 16 წელი შეუსრულდება და მას სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ედეგორი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ნორვეგიელი ტალანტისადმი “ბაიერნის” გარდა ბოლო დრომდე “ლივერპული”, “აიაქსი” და “რეალი” იბრძოდნენ.