“ლაციოს” ჰოლანდიელი მცველი, სტეფან დე ვრეი “ინტერის” წინადადებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს, ელოდება რა ნიშანს კატალონიის “ბარსელონასგან”.
როგორც იცით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი რომაულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს, სეზონის ბოლოს კი თავისუფალი აგენტი ხდება. გამომდინარე აქიდან, “ლაციოს” ინტერესებშიც შედის, რომ დე ვრეიმ ახალი კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას იპოვოს.
დღემდე მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დე ვრეის გადაბირების მთავარ ფავორიტად “ინტერს” მიიჩნევდნენ. თუმცა, Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, საქმეში “ლურჯ-ბროწეულისფრებიც” არიან ჩართულები.
გეტყვით იმასაც, რომ დე ვრეისა და ტომას ვერმალენს, რომელიც “ბარსელონას” რიგებში ირიცხება, საერთო აგენტი ჰყავთ. რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ტრასნფერის განხორციელების შანსებს.