პოლიციამ “ვარდის საქმეზე” გამოძიება დაიწყო

ლესტერშირული პოლიცია სოციალური მედიის სხვების საზიანოდ გამოყენების შემთხვევას იძიებს, რომლის მსხვერპლიც “ლესტერ სიტის” ინგლისელი თავდამსხმელის, ჯეიმი ვარდის ოჯახი გახდა.

ვარდის სიძემ, ბექს ნიკოლსონმა ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მათი ქალიშვილია აღბეჭდილი ვარდის ფორმაში, რის შემდეგაც “ტვიტერზე” მან რამოდენიმე წერილი მიიღეს, რომელსაც ნიკოლსონი აღწერს, როგორც “შოკისმომგვრელად და საზიზღრად”.

ლესტერშილური პოლიციის განცხადებაში ვკითხულობთ:”პოლიცია შემოსულ ბრალდებას განიხილავს, რომელიც სოციალური მედიის სხვის საზიანოდ გამოყენებას გულისხმობს.”

ვის აქვს ყველაზე ხელსაყრელი კალენდარი?

როგორც იცით, კვირას “ლესტერმა” კიდევ ერთხელ მოიგო ანგარიშით 1-0, “მელიებმა” ამჯერად “საუთჰემპტონი” დაამარცხეს და 7 ქულით გაიჭრნენ წინ. წინ კი მხოლოდ 6 მატჩი დარჩათ.

აღნიშნული გამარჯვება კი ნიშნავს იმას, რომ “მელიებს” კიდევ 12 ქულა სჭირდებათ, რათა პრემიერ ლიგის ტიტული გაინაღდონ, თუმცა პრემიერ ლიგაში ასეთი ჰანდიკაპი ადრეც აღმოფრხვილა.

“მელიებს” წინ საგარეო მატჩი ელით “სანდერლენდთან”, რომელიც მთელი ძალებით სცდილობს პრემიერ ლიგაში დარჩენას. “ლესტერს” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგაც მოუწევთ თამაში, რომელიც ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძვის, თანაც მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” უნდა გაიმართოს, მათ ამავე ამბიციების მქონე “ვესტ ჰემთანაც” მოუწევთ დაპირისპირება.

ზ

გრემ სოუნესი თვლის, რომ “ტოტენჰემს” მის მთავარ ფავორიტებთან, “არსენალთნ” და “ლესტერთან” შედარებით გაცილებით უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს.

“ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 1 წლის წინ ისინი დამარხულები და ჩამოწერილები იყვნენ. შეიძლება თქვათ, რომ ჯერ კიდევ დარჩა მატჩები, თუმცა ეს პრემიერ ლიგაა, სადაც დიდი ბიჭების არ ეშინიათ.

ზოგი უყურებს მატჩებს და ფიქრობს – ‘ადვილად ავიღებთ სამ ქულას’. თუმცა ასე არ შეიძლება.

ზ

უდიდესი ფაქტორი არის ის, რომ თამაში გიწევს დიდი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც რაღაცისთვის მთელი ძალებით იბრძვიან. ამის გათვალისწინებით “ტოტენჰემს” საუკეთესო კალენდარი აქვს.

“ტოტენჰემი” ირწმუნებს, რომ მათ მოგება შეუძლიათ. ისინი დაიჯერებენ, რომ “ლესტერს” ფეხი დაუსცდება. მათ მხოლოდ საკუთარ საქმეზე მართებთ კონცენტრაცია.”

“ლესტერი” ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

კლაუდიო რანიერის ბიჭებმა დღეს შინ “წმინდანები” მიიღეს. “კინგ პაუერ” სტადიონზე საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ჩემპიონობაზე მეოცნებე “ლესტერი” პრაგმატულად სცდილობდა თამაშს, კუმანის გუნდს კი 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებოდა.

მატჩში ერთადერთი გოლი “ლესტერ სიტის” კაპიტანმა, ვეს მორგანმა გაიტანა 38-ე წუთზე – ფუქსის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს მეტოქის საჯარიმოში მყოფი მორგანი, დახვდა, რომელმაც ფორსტერს შანსი არ დაუტოვა.

“ლესტერი”: შმეიხელი, სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუქსი, მარეზი (გრეი 79′), დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (დაიერი 90′), ვარდი, ოკაზაკი (ულოა 64′).

“საუთჰემპტონი”: ფორსტერი, სოარეში, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, კლასი (ოსტინი 73′), ვანიამა, დევისი (უორდ-პრაუსი 73′), მანე, ტარგეტი (ტადიჩი 46), პელე.

რანიერი: “კანტეს კლუბიდან წასვლის უფლებას ვაძლევთ”

“ლესტერ სიტის” ბოსმა, კლაუდიო რანიერიმ აღიარა, რომ კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, ნ’გოლო კანტეს ტრანსფერის თაობაზე შემოსულ წინადადებებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ახლახან მისი დებიუტი შედგა საფრანგეთის ნაკრებშიც, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა.

“კანტე ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა მისი გადაბირებით რამოდენიმე დიდი კლუბი ინტერესდება და დიდ თანხასაც გვთავაზობენ. შესაძლოა დავფიქრდეთ კიდეც.

თუ ის თავს ბედნიერად არ გრძნობს და წასვლა უნდა, ჩვენ მას გავუშვებთ. ნაღვლიანი ხალხი აქ არ მჭირდება. მინდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, ისიც ბედნიერია, მუდამ იღიმის.

ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციებია. ჩვენთვის ახლა მთავარი მოედანზე და მომდევნო 7 მატჩზე კონცენტრირებაა. ამის შემდეგ, კი შემდეგი სეზონი გველის.” – განაცხადა რანიერიმ, რომლის გუნდიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

‘რუსული რულეტკა’ კვერცხებით: ფუკსი ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდეგ (გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ), ჯეიმი ვარდიმ გახალისება გადაწყვიტა.

“ლესტერის” საუკეთესო ბომბარდირმა მის თანაგუნდელთან, კრისტიან ფუკსთან ერთად ‘რუსული რულეტკა’ ითამაშა, ოღონდ კვერცხებით. წესები მარტივია: გვაქვს 3 მოხარშული და 3 ჩვეულებრივი კვერცხი – ვისაც ორჯერ მოხვდება თავში მოუხარშავი კვერცხი, ის აგებს …

პარდიუ: “ლესტერი” ღირსეული ჩემპიონი იქნება”

ალან პარდიუს თქმით, თუ “ლესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონი გახდება, ეს სრულიად სამართლიანი იქნება. ეს განცხადება “კრისტალ პალასის” მწვრთნელმა “მელიებთან” განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა.

“საწყენია, რომ ამ მატჩიდან ვერაფერი მივიღეთ. პირველ ნახევარში “ლესტერმა” ყველას დაანახა, თუ რატომ იმყოფებიან პირველ ადგილზე.

“ლესტერი” ძალიან ძლიერი ძალაა, მათთან დისციპლინაც ძალიან მაღალ დონეზეა. მათი დაცვა ძალიან კარგი იყო, ისეთი, რომ ვერაფერი ვერ შევქმენით. მეორე ტაიმში კი უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო. გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

სტუმრებმა შესანიშნავად იასპარეზეს, დაწყებული დირექტორიდან დამთავრებული ფორმიანი კაცით. მათ წარმატებებს ვუსურვებ. ისინი ნამდვილად ღირსეული ჩემპიონები იქნებიან.” – განაცხადა პარდიუმ, რომლის გუნდსაც პრემიერ ლიგაში 2016 წელს არ მოუგია.

მანჩინი: „წინ „ლესტერი!“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში „ლესტერს“ გულშემატკივრობს.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემი მთავარი ინგლისური კლუბია, თუმცა „ლესტერი“ მეორეა. ინგლისური ფეხბურთი მიყვარს. „სიტი“ პრემიერლიგას მიმდიანრე სეზონში ვერ მოიგებს, ამიტომ ჩემპიონი „ლესტერი“ უნდა გახდეს.

რანიერის მუშაობა მომწონს. ის კარგი მწვრთნელი და ადამიანია, რომელიც ამ წარმატებას იმსახურებს. იქიდან გამომდინარე, რომ „ლესტერში“ მითამაშია, მას ვგულშემატკივრობ.„მელიების“ შედეგებს თვალყურს ვადევნებ. წინ „ლესტერი!“ ინგლისური ფეხბურთი მომენატრარა.

პრემიერლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, თუმცა ახლა იტლიაში ვმუშოაბ“, – ციტირებს მანჩინის „Football-Italia“.

კლაუდიო რანიერიმ გადაწყვეტილება მიიღო

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის სხვა ევროპულ კლუბებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა ინგლისში კარიერის ბოლომდე.

“ლესტერში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და კლუბის დატოვებაზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ “ლესტერი” ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბი იქნება.

იმედი მაქვს, რომ “ლესტერის” ხელმძღვანელები გრძელვადიან კონტრაქტს შემომთავაზებენ. 6 ან თუნდაც 7-წლიანს. მინდა, რომ კარიერა სწორედ აქ დავასრულო.

სხვა კლუბებში გადასვლის შანსები ყოველთვის მქონდა. მე იღბლიანი ვარ და პირველ რიგში ვაყენებ იმას, რაც გულით მინდა. 30 წელია ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთგულებით კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა რანიერიმ, რომლის გუნდიც ძალიან ახლოსაა ინგლისის ჩემპიონობასთან.

ფუკსი:”ბუნდესლიგა მოსაწყენია, ამ მხრივ პრემიერ ლიგა გაცილებით უკეთესია”

“ლესტერ სიტის” მცველი კრისტიან ფუკსი, რომელსაც გერმანიაშიც აქვს ნათამაშები (“ბოხუმის”, “მაინცისა” და “შალკეს” რიგებში) აცხადებს, რომ გერმანული ჩემპიონატი გაცილებით უფრო მოსაწყენია, ვიდრე ინგლისური პრემიერ ლიგა.

“გულწრფელად ვიტყვი – ბუნდესლიგა მოსაწყენია. 95% შემთხვევაში “ბაიერნი” იგებს მატჩს. ინგლისში კი გაცილებით მაღალი დონეა და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.

რაც შეეხება ჩვენი წარმატების მიზეზს, პირველ რიგში ეს გაწეული შრომის ბრალია. ამასთანავე კლუბში ყველა ერთმანეთს ეხმარება, არც შურია და არც მტრობა. უბრალოდ გავდივართ მოედანზე, სიამოვნებას ვიღებთ და ვიგებთ.

ამაყი ვარ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. გუნდის პოტენციალი ზაფხულშივე შევამჩნიე.” – განაცხადა მან.

ფერგიუსონმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარული სპეციალისტის, სერ ალექს ფერგიუსონის აზრით, “ლესტერ სიტის” პრემიერ ლიგის მოგება 3 ტურით ადრე შეუძლია.

როგორც იციტ, კლაუდიო რანიერის შეგირდები პირველ ადგილზე იმყოფებიან და 5 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს, “ტოტენჰემს” (რომელიც დღეს “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება).

“რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ. მჯერა, რომ ისინი ჩემპიონები ლიგის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე გახდებიან.” – განაცხადა ფერგიუსონმა, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედს” ეს ტიტული 13-ჯერ მოაგებინა.

რანიერის გადასაბირებლად მხოლოდ 1 მილიონია საჭირო

ცნობილი ინგლისური გამოცემა, The Sun საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თაანხმადაც “ლესტერ სიტის” თავკაცის, კლაუდიო რანიერის გამოსასყიდად მხოლოდ 1 მილიონი ფუნტია საჭირო.

როგორც იცით, იტალიელი პრემიერ ლიგაში სენსაციურად დაბრუნდა, რამეთუ მისი კლუბი, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა ამჟამად პირველ პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს.

გამომდინარე აქიდან ბუნებრივია, რომ მისდამი ინტერესი არსებობს. რანიერის ნაკრების ჩაბარებასაც უწინასწარმეტყველებენ. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ანტონიო კონტე უახლოეს მომავალში პოსტის დატოვებას აპირებს.

მოიესი: „მთელ ინგლისს სურს, რომ პრემიერლიგა „ლესტერმა“ მოიგოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ინგლისის პრემიერლიგაში „ლესტერ სიტის“ მოუდლონელი ლიდერობის შესახებ ისაუბრა.

„რანიერი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულს. ინგლისში ყველას სურს, რომ მან „ლესტერს“ ტიტული მაოგებინოს. ეს ბრწყინვალე საფეხბურთო ისტორიაა.

შესაძლოა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყოს, როცა წარმატების გასაღები ფული არ არის. მთელი ფეხბურთისთვის ეს დიდი მესიჯია!

თუმცა, წარმატების მიღწევა რთულია, როდესაც შენ უკან „არსენალის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ მსგავსი გუნდები არიან“, – ციტირებს მოიესს იტლაიელი ჯურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.