დირკ ნოვიცკიმ ბასტიან შვაინშტაიგერს მიმართა

“დალას მავერიკსის” გერმანელი ვარსკვლავი, დირკ ნოვიცკი მის თანამემამულეს, ბასტიან შვაინშტაიგერს მიესალმა, რომელიც ახლახან შეუერთდა ამერიკულ MLS-ს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ნოვიცკიმ იმ დაბნეულ ჟურნალისტსაც გაჰკრა კბილი, რომელმაც ბასტიანს “ჩიკაგოსთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოსთხოვა

“სალამი შვაინი, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამერიკაში – მეამაყება შენი, ასეთი სვლა რომ განახორციელე. იმედი მაქვს, “ჩიკაგოში” ყველაფერი კარგად წავა და მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებ.

თვალს გადევნებ. წინ “ჩიკაგო” – წარმატებებს გისურვებ, მეგობარო.”

დირკ ნოვიცკი ლიონელ მესის მიერ ზაზა ფაჩულიასთვის გაკეთებულ საჩუქარს გამოეხმაურა

როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ზაზა ფაჩულიას თავისი მაისური გაუგზავნა. ქართველმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ამის დამადასტურებელი ფოტოც გამოაქვეყნა.

ამ ამბავს “დალას მავერიქსის” ლიდერი, გერმანელი დირკ ნოვიცკი გამოეხმაურა. ფაჩულიას თანაგუნდელმა გაიხუმრა და Twitter-ში ასეთი რამ დაწერა: “ტყუილია”.

ზაზა ფაჩულია: “მე რომ ნოვიცკი ვიყო, თმას მთლიანად გადავიპარსავდი”

“დალას მავერიქსისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელ დირკ ნოვიცკის ახალ ვარცხნილობაზე იხუმრა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნოვიცკიმ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მას ახალი ვარცხნილობა აქვს, რის გამოც მას თანაგუნდელებმა დასცინეს.

“ვერც კი გეტყვით, რამდენი სახელი შეარქვეს დირკს. მე რომ ნოვიცკი ვიყო, თმას მთლიანადა გადავიპარსავდი. მისი ახალი ვარცხნილობა პირველად ჩვენ ვნახეთ, ამიტომ ყველა ეხუმრებოდა. ის დიდებული ბიჭია, მას ხუმრობა უყვარს”, – ციტირებს ფაჩულიას სიტყვებს sportal.co.nz.

„დალას მავერიკსი“ დირკ ნოვიცკის ახალი ვარცხნილობის გამო დასცინის (ფოტო)

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიცცკიმ იმიჯი შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა მისი ეს ქმედება ყველა თანაგუნდელმა არ მოიწონა, რის გამო გერმანელზე ბევრს ხუმრობენ.

„ეს საშინელებაა. ის საკუთარი თავით კმაყოფილი მოვიდა ,ეგონა, ჩვენც მოგვეწონებოდა. თუმცა, კლუბში, მწვრთნელებით დაწყებული, მას ყველა ანადგურებს. მგონია, დირკი მალე ისევ სალონში წავა, რადგან ჩვენს ხუმრობებს ვეღარ გაუძლებს“, – განაცხადა ფორვარდმა პარსონს ჩენდლერსმა.

ყველაზე ხშირად ნოვიცკის ამერიკელ მსახიობ ელენ დეჯენერესს ადარებენ.

CaGQPszUsAAv4Ct

ნოვიცკიმ საერთაშორისო კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა, 37 წლის დირკ ნოვიცკიმ ნაკრებში 18 წლის განმავლობაში თამაშის შემდეგ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„ევრობასკეტ-2015-ზე გამართული მატჩი ჩემთვის ნაკრებში ბოლო იყო“, – განუცხადა ნოვიკიმ გაზეთ „ბილდს“.

2005 წლის ევრობასკეტზე კალათბურთელმა გერმანიასთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამეზე გავიდა. დირკის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1997 წელს შედგა. ჯამში, საერთაშორისო დონეზე 153 მატჩში მისი მონაგარი 3045 ქულას შეადგენს.

ნოვიცკი: „ბრაიანტი ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც ოდესმე შემხვედრია“

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიციმ „ლეიკერსის“ ლეგენდის კობი ბრაიანტის კალათბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.

„ეს გულდასაწყვეტია. ბევრი მებრძოლი, რომელიც 90-იანების დრაფტზე აირჩიეს, ნელ-ნელა მიდის. ნათელია, დასასრული ჩვენთვის ყველასთვის დგება. თუმცა, მიხარია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის დახმარებით ის ნაკლებ ტვირთს მიიღებს.

ჩემთვის კობი, შესაძლოა, ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც შემხვდერია. ტიმ დანკანის, შაკილის და სხვების მსგავსი ადამიანები შემხვედრიან, მაგრამ კობი განსაკუთრებულია. ყოველთვის მისი დიდი ფანი ვიყავი. სამწუხაროა, რომ ყველანი ვბერდებით“, – ციტირებს ნოვიცკის ESPN.

ნოვიცკი: „ფაჩულიაზე ჭკვიან ცენტრთან არ მითამაშია“

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „დალას მავერიკსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა, რომელშიც „ფინიქს სანსს“ ესტუმრა და ანგარიშით 111:95 გაიმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მატჩის შემდეგ მისი თამაში „მავსის“ ლიდერმა, ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ შეაფასა.

„არამგონია, აქამდე მასზე ჭკვიან ცენტრთან მეთამაშა. ის ბურთს კარგად ხსნის და მოთამაშეებს გახსნის საშუალებას აძლებს. ზაზა კარგი ასისტენტია და მართაც კარგად თამაშობს“, – ციტირებს ნოვიცკის ESPN-ის კორესპონდენტი ტიმ მაკმაჰონი.

ნოვიცკი: „დალასს“ ნებისმიერ კლუბთან ბრძოლა შეუძლია“

„დალას მავერიკსის“ ფორვარდის დირკ ნოვიცკის აზრით, დაცვაში თამაშისა და მოხსნების გაუმჯობესების შემთხვევაში, მის კლუბს რეგულარულ ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლია.

„ლიგაში ბევრი კარგი გუნდია. საუკეთესო კლუბები ბრწყინვალედ არიან დაკომპლექტებულები, ასე რომ, უბრალოდ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და გვჯეროდეს, რომ უკეთესი გუნდი გავხდებით. დაცვაში და მოხსნებზე თამაში გასაუმჯობესებელია. თუ ამ კომპონენტში მოვიმატებთ, მაშინ ნებისმიერ გუნდთან ბრძოლას მოვახერხებთ“, – ციტირებს ნოვიცკის „დალასის“ ოფიციალური საიტი.

დირკ ნოვიცკის წარმატების საიდუმლო

„დალას მავერიკსის“ ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ მაოხერხა საჯარიმო დარტყმების რეალიზაციის გაუმჯობესება.

„როდესაც დაძაბული მატჩის დასასრულს ორი მნიშვნელოვანი საჯარიმო ვერ ჩავაგდე, მწვრთნელმა მთხრა: „შენ ძალიან დაძაბული ხარ და ცდილობ, ყურადღება სროლაზე გადაიტანო. ხაზზე დგომისას სიმღერა ხომ არ გეცადა?“

როდესაც მას შევხედე, გიჟს ვგავდი, თუმცა რჩევა მაინც გავითვალისწინე და შედეგიც მივიღე.

საერთოდ, ეს მეთოდი დიდი ხანი აღარ მიცდია. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი ჯგუფ „Counting Crows“-ის სიღერას, სახელწოდებით „Mr. Jones“-ს ვასრულებდი. არ ვიცი, კონკრეტულად ეს კომპოზიცია რატომ ავირჩიე. ის დღემდე მომწონს“, – ციტირებს ნოვიცკიმ „CBS Sports“-ი.

ნოვიცკი ევრობასკეტზე ითამაშებს

„დალას მავერიკსისა“ და გერმანიის ნაკრების ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამის შესახებ „Crossover Online“ იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გერმანია B ჯგუფში ითამაშებს, სადაც ასევე სერბეთი, იტალია, ისლანდია, თურქეთი და ესპანეთი მოხვდნენ. ჯგუფის შეხვედრები ბერლინში შედგება.

ნოვიცკის წარმოუდგენელი გადაცემა (ვიდეო)

„ჰიუსტონთან“ პლეიოფის სერიის მესამე მატჩში „დალასის“ ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ, ჯეიმს ჰარდენის ახლოს ყოფნის მიუხედავად, მონტა ელისი გადაცემით მაინც მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი ბურთის ჩატენვა არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „როკეტსმა“ ანგარიშით 130:128 მოიგო, რითაც სერიაში მეტოქეს ანგარიშით 3:0 ამარცხებს.

ნოვიცკი NBA-ს ისტორიაში 37-ე მოთამაშეა, რომელმაც 10 000 მოხსნაზე მეტი დააგროვა

„დალას მავერიკსის“ ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ „სან-ანტონიო სპურსთან“ მატჩში ბურთი 13-ჯერ მოხსნა, რითაც მის კარიერაში მოხსნესბის საერთო რაოდენობამ 10 004-ს მიაღწია. აქედან გამომდინარე, ის ლიგის ისტორიაში 37-ე კალათბურთელი გახდა, რომლის ანგარიშზეც 10 000 მოხსნაზე მეტია. ყველაზე ახლოს გერმანელი ამ მაჩვენებლით ყოფილ თანაგუნდელთან შონ მერიონთანაა (10 077 მოხსნა), რომელიც ამჟამად „კლივლენდის“ რიგებში თამაშობს.

ამ მხვრივ, მოქმედი კალათბურთელებიდან ნოვიცკიზე უკეთესი შედეგი ასევე დუაიტ ჰოვარდს (10 234 მოხსნა), კევინ გარნეტს (14 512) და ტიმ დანკანს (14 537) აქვთ.

ყველაზე მეტი მოხსნა NBA-ს ისტორიში უილტ ჩემბერლენს (23 924) აქვს.