პრემიერ ლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად ქრის ჰიუტონი დაასახელეს

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად “ბრაიტონის” დამრიგებელი, ქრის ჰიუტონი დაასახელეს.

“ბრაიოტნმა”, რომელიც ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს, თებერვლის თვეში “ვესტ ჰემისა” (3:1) და “სუონსი სიტის” (4:1) დამარცხება შეძლო, გასვლაზე კი ფრე ეთამაშა “სტოკ სიტის” (1:1).

გეტყვით იმასაც, რომ არანაკლებ წარმატებული გამოდგა ქრის ჰიუტონის სტარტი მარტის თვეში – მისმა გუნდმა საშინაო არენაზე ცუდ ფორმაში მყოფი “არსენალის” დამარცხება შეძლო (2:1).

“ბრაიტონის” ფეხბურთელი: “ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ”არსენალს” ბრძოლა არ უნდოდა”

“ბრაიტონის” ნახევარმცველმა, სტივენ სიდუელმა “არსენალთან” მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) არსენ ვენგერის ბიჭები უმოტივაციოობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრობლემა ხასიათშია.

“ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ხალხი ამბობს – არანაირი სურვილი არ აქვთ ბრძოლის, ისინი მარცხისთვის არიან მზად, რისი მტკიცებულებაც გუშინდელ მატჩში ვიხილეთ.

თავიდანვე მივხვდით, რომ “არსენალს” ბრძოლა არ უნდოდა, მოედანზე გასვლას და ბოლომდე დახარჯვას არ აპირებდნენ. ყველაფერ ამაზე მათი სხეული მეტყველებდა, მათი ჟესტები. ვიცოდით, რომ თუ კარგად დავიწყებდით თამაშს, გამარჯვება ჩვენი იქნებოდა.

ადრე მათში ნაპერწკალი იგრძნობოდა, თავისუფალ ფეხბურთს თამაშობდნენ და ტექნიკურობით ყველას ჯობდნიდნენ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გამქრალია. მათი თვითდაჯერებულობა ნაწილებად არის დაშლილი,” – აცხადებს სტივენი ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “ბრაიტონთან” განცდილი მარცხი ზედიზედ მესამე იყო პრემიერ ლიგაში – ბოლოს ასეთი შედეგი “არსენალმა” 2002 წელს დააფიქსირა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბრაიტონი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში “ბრაიტონი” მიიღო და მწვრთნელის სტილში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0).

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მეტოქეს პრაგმატული თამაში შესთავაზა. მატჩის გადამწყვეტი გოლი ეშლი იანგმა, შეხვედრის 66-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა.

შედეგად, “წითელ ეშმაკუნებს” 13 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, “ბრაიტონი” კი 16 ქულით ჯერჯერობით მეცხრეა. მომდევნო ტურში “მანჩესტერელები” “უოტფორდს” ეწვევიან, “ბრაიტონი” კი “კრისტალ პალასს” მიიღებს.

“ბრაიტონი” – “მანჩესტერ სიტი”: გვარდიოლას გუნდმა დამაჯერებლად იმარჯვა

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” უმაღლეს ჩემპიონატში ახლადგადმოსული “ბრაიტონის” დამარცხება შეძლო.

“ქალაქელები” მატჩში ძალიან დიდ უპირატესობას ქმნიდნენ, თუმცა გოლი 70-ე წუთამდე ვერ გაიტანეს. აგუეროს მიერ გატანილ გოლს ლევის დანკის ავტოგოლი დაემატა და “სიტიმ” 0:2 მოიგო.

მომდევნო ტურში “სიტი” “ევერტონს” მიიღებს, “ბრაიტონი” კი “ლესტერ სიტის” ეწვევა.


“ბრაიტონი”: რაიანი; ზუტნერი, დანკი, დაფი, სალტორი; ბრაუნი (მერფი 24′), პროპერი, სტეფენსი, მარში (კნოკარტი 77′); ჰემედი, გროსი

მთავარი მწვრთნელი:

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; კომპანი, სტოუნზი, ოტამენდი; ფერნანდინიო; უოკერი, დე ბრუინი, სილვა, დანილო; აგუერო (ბერნარდო სილვა 83′), გაბრიელ ჟეზუსი (რაჰიმს სტერლინგი 78′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


ოფიციალურად: “არსენალმა” ფეხბურთელი “ბრაიტონში” გაანათხოვრა

სატარანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა. ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, ჩუბა აკპომი ჩემპიონშიფის ლიდერ, “ბრაიტონში” იჯარის წესით წავიდა. ეს ინფორმაცია ამ უკანასკენლი გუნდის გვერდმა დაადასტურა.

21 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის აღზრდილია. მან პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაიწყო, თუმცა ძირითადად არენდის წესით სხვადასხვა კლუბში იმყოფებოდა. მაგალითად, გასულ წელს იგი “ჰალ სიტის” პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა. ამ გუნდის შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა.

აკპომი “ბრაიტონში” სეზონის ბოლომდე დარჩება.

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი

“საუთჰემპტონსა” და “ბრაიტონს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.