საფეხბურთო კლუბ “მარკ სტარსს” კახა გოგიჩაიშვილი გაწვრთნის

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა და გუნდები მომავალი წლისთვის ემზადებიან. ხდება როგორც ძირეული, ასევე კონკრეტული ცვლილებები კლუბებში, რომლებიც მხოლოდ უკეთესობისთვის ხორციელდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გოგიჩაიშვილი “მარკ სტასს” გაწვრთნის. გუნდსა და კახა გოგიჩიაშვილს შორის 1 წლინი კონტრაქტი გაფორმდა. “მარკ სტარსის” უმთავრეს მიზნად გამოცდილ მწვრთნელს ეროვნული ლიგა 2 ში აღზევაბა დაუსახა. შეგახსენებთ, რომ გუნდმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 3-ში მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც პლეიოფში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.

კახა გოგიჩაიშვილი სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოს”, ლანჩხუთის “გურიას”, ტყიბულის “მეშახტეს” და ცხინვალის “ცხინვალის” სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.

„გურიის“ ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი სცემეს

ინტერნეტპორტალ „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, პარასკევს ლანჩხუთს „გურიის“ ორმა ფეხბურთელმა თენგიზ ჩიკვილაძემ და სერგი ორბელაძემ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი სცემა.

როგორც საიტი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ცემის მიზეზი მოთამაშეთა გუნდიდან გაშვებაა. აღსანიშნავია, რომ კლუბმა ფეხბურთელები მათთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაითხოვა.

 

თავად კლუბის ხელმძღვანელობამ გოგიჩაიშვილის ცემის ფაქტი უარყო.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში გოგიჩაიშვილი თბილისის „დინამოს“ თავკაცობდა, საიდანაც ის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურის ადრე გაუშვეს.

„გურიას“ „დინამოს“ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს

გავრცელენბული ინფორმაციით, ახალის ეზონიდა ლანჩხუთს „გურიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – შესაძლოა, გუნდი თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ გოგიჩაიშვილი „დინამოს“ განვლილი სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში, თუმცა არადამაჯერებელი შედეგების გამო კლუბის ხელმძღვანელობამ მისი მაისში დათხოვება გადაწყვიტა – ჩემპიონატის დარჩენილ მატჩში და სუპერთასის ფინალში „ლურჯ-თეთრებს“ ახალმა თავკაცმა გია გეგუჩაძემ უხელმძღვანელა.

აღსანიშნავია, რომ გოგიჩაიშვილი „გურიაში“ ფეხბურთელობის პერიოდში გამოდიოდა – ლაუნჩხუთელთა შემადგენლობაში ის 90-იან წლებში თამაშობდა.

კახი გოგიჩაიშვილს და მის გუნდს თასის მედლები გადაეცემათ

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” გადწყვეტილებით კახი გოგიჩაიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს 2014-15 წლების დავით ყიფიანის სქართველოს თასის მედლები გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრამდე “დინამო” სწორედ გოგიჩაიშვილის სამწვრთნელო შტაბმა მიიყვანა, შემდეგ კი თბილისელთა მწვრთენლად გია გეგუჩაძე დაინიშნა, რომლის თავაკცობითაც დედაქალაქელებმა ფინალში “სამტრედიას” 5:0 სძლიეს.

კახი გოგიჩაიშვილი “დინამოდან” მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გუნდმა საჩემპიონო შანსები დაკარგა და ლანჩხუთში “გურიას” დამარცხება ვერ შეძლო.

კახა გოგიჩაიშვილი: “დინამო ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს”

“დინამო” – “ტორპედოს” დასრულების შემდეგ კომენტარი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

“მაყურებელმა დაძააბული და სანახაობრივი მატჩი იხილა. სამწუხაროდ თავიდან გოლი მივიღეთ სტანდართიდან, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება მოვახერხეთ და საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ მოედანზე ვდომინირებდით და საბოლოო შედეგი ლოგიკური იყო. „დინამო“ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს” – განაცხადა გოგიჩაიშვილმ.ა 

კახა გოგიჩაიშვილი: “მთავარია, რომ ფინალში გავედით”

“ცხინვალთან” მინიმალური ანგარიშით მარცხის და საქართველოს თასის ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: “დღეს ჩვენთვის მთავარი ფინალში გასვლა იყო. პირველი მატჩი 2:0 გვქონდა მოგებული და ორიენტირი მთლიანად შედეგზე გავაკეთეთ. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მივიღეთ ალოგიკური გოლი, რომელიც მარტივ შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში უფრო უკეთ ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მთავარია, რომ ფინალში გავედით და შევეცდებით სეზონი წარმატებით დავასრულოთ.”

კახა გოგიჩაიშვილი: “აუცილებელი გამარჯვება მოვიპოვეთ”

უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

“დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამარჯვების მოპოვება აუცილებელი იყო და ეს ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ. პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით. სამწუხაროდ, ბევრი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მთავარია, რომ აუცილებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. “ვიტ ჯორჯიას” მომავალში წარმატებებს ვუსურვებ”

ვარლამ კილასონია: “არ ვიცით შევძლებთ თუ არა ჩემპიონატის ჩამთავრებას”

“დინამო თბილისი” – “მეტალურგის” დასრულების შემდეგ შეხვედრა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ვარლამ კილასონიამ და კახა გოგიჩაიშვილმა შეაფასეს.

ვარლამ კილასონია (“მეტალურგი”): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ძალიან პასიურად დავიწყეთ. მეტოქეს ბევრის უფლებას ვაძევდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. ვეცადეთ გარდატეხი შეგვეტანა, მაგრამ დინამო ჩვენზე ძლიერი გუნდია და ამის გაკეთება ვერ შევძელით. თამაში სუსტად ჩავატარებთ, მაგრამ გუნდში არსებული მდგომარეობის გამო ბიჭებს მეტს ვერც მოვთხოვ. ჯერჯერობით სასიკეთო არაფერია და არც ვიცით შევძლებთ თუ არა ჩემპიონატის ჩამთავრებას”

კახა გოგიჩაიშვილი (“დინამო თბილისი”): “იმედი მაქვს მეტალურგში უახლოეს მომავლში ვითარება გასმოწორდება. ჩვენთვის კი ყველა თამაში მნივნელოვანია. მოტივირებულები ვიყავით და პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. მეორე ანხევარში მოვდუნდით მაგრამ მთლინობაში მთავარია, რომ სამი ქულა ავიღეთ.”

კახი გოგიჩაიშვილი: “ზოგიერთი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ვარ”

“დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრის შემდეგ კომენტარები კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა, გიორგი მიქაძემ და კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთეს.

გიროგი მიქაძე (“ზესტაფონი”): “ვფიქრობ, რომ მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ამ ეტაპზე “დინამო” ჩვენზე უკეთ არის მომზადებული. უნდა ვთქვა, რომ ამ მძიმე სიტუაციაში ასეთი თავდადების გამოჩენა ძალიან დასაფასებელია. ამიტომ, მადლობა ჩემს მოთამაშეებს, მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს და ვულოცავ “დინამოს” გამარჯვებას.”

კახა გოგიჩაიშვილი (“დინამო თბილისი”): “დინამო – ზესტაფონი ყოველთვის საინტერესო და დაძაბული თამაშებია და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა. კარგია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელის თამაშით უკმკაყოფილო ვარ. მათთან მკაცრი საუბარი გვექენბა. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა ავიღეთ. ტრანსფერების შეფასება ცოტა ნაადრევია. უპრიანი იქნება ამ თემაზე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ”

კახა გოგიჩაიშვილი: “მეორე ტაიმში უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ”

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც სიონმა დინამო 2:1 დაამარცხა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: დღეს რთული თამაში გამოვიდა. თავიდან გუნდები თანაბრად ასპარეზობდნენ, თუმცა ჩვენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა დინამოს მხარეს გადავიდა. შემდეგ ორი მიუტევებელი შეცდომა დაცვაში და მივიღეთ ორი გოლი. მეორე ტაიმში ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, რამდენიმე მომენტიც შევქმენით, მაგრამ გატანა ვეღარ მოვახერხეთ. ძირითადის ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა და მნიშვნელობა ამანაც იქონია. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ვერ ითამაშა სათანადო დონეზე.

fcdiamo.ge

კახა გოგიჩაიშვილი: “დიდი მადლობა ჩისკოს”

“დინამოსა” და “ჩიხურას” შორის გამართული სუპერთასის ფინალის დასრულების შემდეგ, შეხვედრა გუნდების მთვარმა მწვრთნელებმა, კახა გოგიჩაიშვილმა და სოსო ფრუიძემ შეაფასეს.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “ვულოცავ კახა გოგიჩაიშვილს ტიტულის მოპოვებას და მომავალშიც წარამტებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ “დინამომ” დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ წარამტებას. ბოლო პენალტები ღონღაძემ კარგად დაარტყა და დღესაც ამ დარტყმის შესრულება მან სორედ ამიტომ ითავა. რთული სათქმელია თუ როგორ წარიმართებოდა შეხვედრა ანგარიში ჩვენ რომ გაგვეხსნა.”

კახა გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი): “იყო მონდომება, განწყობა და მოტივაცია, რაც თამაშზეც აისახა. ფინალისთვის დამახასიათებელი შეხვედრა იყო და მთლიანობაში “დინამომ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს მნიშნველოვანი იყო. ჩისკოს კი დიდი მადლობა”

კახა გოგიჩაიშვილი: „სამწუხაროა, რომ დავმარცხდით“

Fanebi.com-ი თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ შორის საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომ კომენტარებს გთავაზობთ.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს ბრძოლისათვის, მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მადლობა გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

რაც შეეხება თამაშს, ბურთს, რა თქმა უნდა, „დინამო ფლობდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და თამაშის აგებას კონტრშეტევაზე ვაპირებდით. ასეც მოხდა და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. ბურთის ფლობაში შედეგის დათმობას არ ვგულისხმობ, პირიქით, ჩვენი მიზანი კონტრშეტევებზე თამაში იყო და მას ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა „გურიას“ დამრიგებელმა თემურ ლორიამ.

„გვქონდა მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, იმედგაცრუებულები ვართ. ალბათ, ძალების აღდგენა მთლიანად ვერ მოვახერხეთ. ამ მოკლე პერიოდში გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან ორი გასვლაზე. წინა შეხვედრებთან შედარებით, სათანადო ფიზიკური კონდიციები გვაკლდა. წელს ჩემპიონატის ბოლო თამაში „ჩიხურასთან“ გასვლაზე გვაქვს, ვეცდებით, იქ წარმატებით გამოვიდეთ“, – განაცხადა „დინამოს“ თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა.