ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი ისევ დაშავდა. 30 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. ვერმალენმა საწვრთნელ მინდორზე მხოლოდ 35 წუთი დაჰყო. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბელგიის ნაკრები ნორვეგიასთან ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ემზადება. შეხვედრა კვირას გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.