პირველი ლიგა: 21-ე ტური თბილისური დერბით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 21-ე ტური ზუგდიდში და თბილისში გასამართი შეხვედრებით დასრულდა.

ზუგდიდში “ბაიას” ბაზაზე “ლაზიკამ” ა ჯგუფის აუტსაიდერი, ბათუმის “ადელი” მიიღ და 2:1 სძლია. ტურის უკანასკნელი შეხვედრა კი “ბენდელაზე” შედგა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში “საბურთალომ” თბილისი “ლოკომოტივს” 3:2 მოუგო.

21 ჩატარებული შეხვედრით ა ჯგუფში “საბურთალო” 54 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლაზიკა” 39-ით – მეორეზე. უმაღლესში გადასვლის მსურველი თბილისის “ლოკომოტივი” 33 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

“კოლხეთმა” “ლაზიკას” სძლია

“კოლხეთი” უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს, ფოთელები ზუგდიდს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივ “ლაზიკასთან” გამართეს შეხვედრა, რომელიც პირველი ლიგის ბინადარი და ერთ-ერთი მოწინავე გუნდია.

მატჩი “კოლხეთის” დამაჯერებელი გამაჯრვებით, 3-1 დასრულდა. ფოთელთა მხრიდან გოლები შენგელიამ, გვალიამ და სიჭინავამ გაიტანეს. “ლაზიკადან” კი თავი ჭკადუამ გამოიჩინა.

 

პირველი ლიგის მატჩი პიროტექნიკის გამო შეწყდა

ხელვაჩაურში ადგილობრივ “მაჭახელასა” და ზუგდიდის “ლაზიკას” შორის გამართული შეხვედრა პიროტექნიკის გამო ცოტა ხნით შეჩერდა.

 

„ზუგდიდმა“ შეკრება, „ლაზიკასთან“ მარცხით დაასრულა

ერთკვირიანი შეკრების ბოლო დღეს,  ს.კ. „ზუგდიდი“, საკონტროლო მატჩში,  ისევ თანაქალაქელ, პირველიგელ, „ლაზიკას“  შეხვდა. ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ, ამ შეხვედრაში   სამი ახალწვეული, ლომიძე, ქურდაძე და ხუჭუა გამოსცადა ძირითად შემადგენლობაში. მცირე ტრავმის გამო ზუგდიდელთა რიგებს, ლევან წურწუმია, ვაკო ტყემალაძე, დათა ქირია და ლევან გულორდავა დააკლდათ. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში კი ვიხილეთ, თუმცა მან მინდორზე  მხოლოდ ხუთი წუთი დაჰყო და შესაცვლელი შეიქმნა. პირველი ტაიმი უმაღლესლიგელთა უპირატესობით წარიმართა და მათი მოგებით 2:0 დასრულდა. გოლები მეტოქის კარში შოთა ლომიამ და გურამ სამუშიამ გაიტანეს.
მეორე ნახევარში მუმლაძემ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. შემცვლელთა შორის ამჯერადაც, მიდორზე კვლავ ვიხილეთ ახალბედა ბექა კაკაჩია (1997 წწ), რომელიც პირველად ძირითად შემადგენლობაში, წალენჯიხის „სქურის“ წინააღმდეგ,  წინა მატჩში გამოჩნდა. მეორე ტაიმში კი „ლაზიკამ“,  საკუთარი გუნდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით  გააძლიერა და ეს შედეგზეც აისახა.  სამი გატანილი გოლით  შეხვედრა „ლაზიკას“  მოგებით 3:2 დასრულდა.
შეკრების შემდეგ,  მუმლაძემ კი საკუთარ გუნდს ერთ დღიანი დაასვენების უფლება მისცა, ხოლო გუნდი ვარჯიშს 5 აგვისტოს განაახლებს. რაც შეეხება ახალწვეულებს – თუ ვინ დარჩება გუნდში, სწორედ 5 აგვისტოს გაცხადდება. როგორც ირკვევა „ზუგდიდი“ ხვალ, კიდევ ორ ახალწვეულს  ელოდება.   დღევანდელ შეხვედრაში „ზუგდიდმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ზუგდიდი:  თევდორაძე, რიგვავა, ქურდაძე, ლომაია, ხუჭუა, ლომიძე, კობერიძე, ფარჯიკია, ლომია, სამუშია, კუკავა
შეცვლა:  ნ.ქირია, ქომეთიანი, ჭაავა, აკობია, კ.ახალაია, გვაზავა, საბეკია, გულორდავა (კაკაჩია), თოლორაია, გ.ქირია, ჩანგელია

fczugdidi.ge