ბობიჩი: “შტუტგარტი” გაძლიერდება

გერმანული “შტუტგარტის” სამწვრთნელო შტაბი ზამთრის პაუზის დროს გუნდის გაძლიერებას აპირებს. ამაზე ჟურნალისტებს კლუბის სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ესაუბრა.

“6-7 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ, რათა მაღალი დონის ფეხბურთელი შევიძნოთ. ამ ეტაპზე რამოდენიმე მოთამაშეს ვაკვირდებით და არჩევანს საუკეთსო კანდიდატურაზე შევაჩერებთ. თუმცა, ამ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავხარჯავთ, თუ ასი პროცენტით ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ფეხბურთელი ჩვენს მოლოდინს გაამართლებს და კლუბს გააძლიერებს” –  განაცხადა ბობიჩმა