კოტე ტუღუში: “ბათუმი კარგი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში იბრძოლებს”

“შსს-აკადემია” – “ბათუმის” დასრულების შემდეგ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.

კოტე ტუღუში (“შსს-აკადემია”): “მთავარი ამოცანა, სასტარტო ორი საშნაო მატჩის მოგება შესრულებულია. ახლა დავისვენებთ და ბათუმში გავემგზავრებით, სადაც წარმატებით თამაშს ვეცდებით. მიუხედავად სერიაში 2:0 დაწინაურებისა, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერი არა რის. ბათუმი კარგი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში მეტოქეს მშობლიური კედლები და გულშემატკივრებიც დაეხამრებიან. 

დავიდ უსტიაშვილი (“ბათუმი”): “გუშნდელთან შედარებით დღეს ნაკლები შეცდომა დავუშვით, თუმცა მაინც დავმარცხდით, რაც დაცვაში ცუდმა თამაშმა განაპირობა. 0:2 სერიოზული ჰანდიკაპია, მაგრამ ბათუმში მეტოქეს ბრძოლას ვპირდებით”.

კომენტარი “ბათუმი” კალათბურთელმა, ნიკა რამიშვილმაც გააკეთა:

“ნახევარფინალში შემთხვევით არ გავსულვართ და ბათუმში წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთ. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენი გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან.”

ზაზა ფაჩულია: “იმედი მაქვს, ჩეხეთთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ”

საქართველო – დიდი ბრიტანეთის მატჩიშ შემდეგ შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა და კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შეაფასეს.

დავით უსტიაშვილი: განსხვავებულად ვითამაშეთ, პირველი 20 წუთი გუნდი კარგად გამოიყურებოდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.მეორე ნახევარში ცუდად ვიასპარეზეთ, კმაყოფილი ვერავინ ვერ იქნება. სამწუხაროდ, ვიქტორ სანიკიძემ წელის ტრავმის გამო კვლავ ვერ შეძლო თამაში, მალე უკვე ოფიციალური მატჩები გვაქვს და არ გვინდოდა მისი დატვირთვა. თუ ხვალაც ასეთი ტკივილები ექნება, ისევ ვერ ითამაშებს. ვიქტორი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მითუმეტეს 3 ძლიერი მოთამაშე გვაკლია. შევეცდებით, ხვალ უკეთ ვიასპარეზოთ.”

ზაზა ფაჩულია: “პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვი. გასათვალისწინებელია, რომ სანიკიძის სახით დიდი დანაკლისი განვიცადეთ, რამაც ვითარება უფრო გაართულა. თუმცა, ეს მეორე ტაიმში ნაჩვენებ თამაშის ხარისხს არ ამართლებს. შეცდომებს ყველა გუნდი უშვებს. მოსამზადეებელი ეტაპიც სწორედ აღნიშნული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. იმედი მაქვს, 10 აგვისტოს ჩეხეთთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.”