ჰაინკესი: “კროოსი არსად არ უნდა წავიდეს”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი აცხადებს, რომ ტონი კროოსმა კლუბი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, პრესაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, კროოსით, რომელსაც “ბაიერნთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება, არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული.

“მან “ბაიერნი” არცერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს – არც “რეალის” და არც “ბარსელონას” გამო. მას შეუძლია, ბავარიელებთან ერთად ძალიან ბევრი ტიტული მოიგოს”, – ამბობს ჰაინკესი.

ჰაინკესი: “ფავრი “გლადბახს” იდეალურად უხდება”

მიონჰენგლადბახის “ბორუსიის” ლეგენდამ იუპ ჰაინკესმა კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი შეაქო. “ბორუსიამ” ბუნდესლიგის პირველიე ტაპი მესამე პოზიციაზე დაასრულა.

“ფავრი იდეალურად უხდება “ბორუსიას”. მან დაამტკიცა, რომ ამ გუნდთან ერთად დიდი წარამტების მიღწევა შეუძლია” – განაცხადა ჰაინკესმა.

აღსანიშნავია, რომ 33 ქულა, რომელიც კლუბმა პირველ ნაწილში მოიპოვა ფავრის პირადი რეკორდია.