“სევილიას” ისლა სჭირდება

ესპანური კლუბი გაძლიერებებას “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების მცველით გეგმავს.

27 წლის ფეხბელი გასულ სეზონში იჯარით “ქპრ”-ში ასპარეზობდა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ კოპა ამერიკა მოიგო.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, “სევილიას” მაურისიო ისლას გაფორმება სურს, რომლის სანაცვლოდაც 8 მილიონ ევროს იხდის.

ადრე იყო ჭორები, რომ ისლას “ვილიარეალი” აკვირდებოდა.

ოფიციალურად: ისლა “ქუინს პარკში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცველი მაურისიო ისლა კარიერას ინგლისურ “ქუინს პარკ რეინჯერსში” გააგრძელებს. 26 წლის ჩილელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონურ კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს ლონდონელებს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ისლას შესახებ კომენტარი გააკეთა “ქუინს პარკის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა.

“ისლა უმაღლესი დონის მოთამაშეა. მოხარულნი ვართ, რომ მას ჩვენს კლუბში ვხედავთ. ის უნივერსალური ფეხბურთელია, სავსე ენერგიით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამატება ჩვენთვის სახეირო იქნება”, – რედნაპის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი კომენტარი გააკეთა მაურისიო ისლამაც.

“მოხარული ვარ აქ გადმოსვლით. ჩემთვის ეს ახალი თავგადასავლის დაწყებაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. “ქუინს პარკ რეინჯერსის” მიერ შემოთავაზებული წინადადება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მიხარია, რომ დავთანხმდი. თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯები, რათა გუნდს დავეხმარო”, – აღნიშნა თავად ისლამ.

 

ისლამ “ქუინს პარკში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

საზღვარგარეთული პრესის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მაურისიო ისლამ “ქუინს პარკ რეინჯერსში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთლონდონური კლუბი ჩილელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს, შემდგომი გამოსყიდვის პირობით.

მაურისიო ისლამ იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა.