“ინტერი” “არსენალის” ფეხბურთელს ინათხოვრებს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” მცველის, შკოდრან მუსტაფის არენდის წესით აყვანას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მილანური კლუბის ხელმძღვანელებს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დაცვითი ხაზის გაძლიერება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა “მანჩესტერ სიტიდან” ელაკიმ მანგალას წაყვანა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა კლუბმა მუსტაფი გასულ წელს გადაიბირა. შკოდრანის ტრანსფერში “მეთოფეებმა” “ვალენსიას” 35 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა პერესისა და მუსტაფის დამატების შემდეგ? (ფოტო)

გუშინ ლონდონის “არსენალნმა” ზედიზედ ორი მოთამაშე შეიძინა. “მეთოფეებმა” “ვალენსიადან” შკოდრან მუსტაფი წამოიყვანეს. გარდა ამისა, მათი კიდევ ერთი შენაძენი “დეპორტივოს” უკვე ყოფილი შემტევი, ლუკას პერესია.

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს, თუ როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა ნახსენებნი ორი ფეხბურთელის დამატების შემდეგ.

ოფიციალურად: “არსენალმა” მცველი შეიძინა!

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალმა” გერმანიის ნაკრებისა და “ვალენისას” უკვე ყოფილი მოთამაშე, შკოდრან მუსტაფი უცნობ ფასად შეიძინა.

გეტყვით, რომ 24 წლის ფეხბურთელი 2014 წელს გადავიდა “ვალენსიაში”. ამ პერიოდშივე მოირგო ეროვნული ნაკრების ფორმაც.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (11 აგვისტო)

Sport Bild: იოზილს გული “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” მიუწევს

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მესუტ იოზილი ლონდონურ “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას მანამდე არ აპირებს, სანამ “რეალში” გადასვლის მიზერული შანსი მაინც ექნება.

ოფიციალურად: ტიმ კეჰილი პირლოს, ვილიასა და ლამპარდს შეუერთდა

“მელბურნ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბმა “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი, ტიმ კეჰილი გადაიბირა. ტიმმა ავსტრალიურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – პირველი ორი წელი კეჰილი “მელბურნს”, როგორც ფეხბურთელი, ისე მოემსახურება, ბოლო წელი კი როგორც მწვრთნელი.

მუსტაფი “მეთოფეთა” რიგებში ეწერება

16 მაისი: “ბარსელონას” მუსტაფის გადაბირება სურს (Sport)
17 ივლისი: “ჩელსიმ” ყურადღება შკოდრან მუსტაფის მიაქცია (Daily Mirror)
25 ივლისი: “ვალენსიამ” მუსტაფი “მილანს” შესთავაზა (Cadena SER)
27 ივლისი: “ვალენსია” მუსტაფის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს (Cadena Cope)
28 ივლისი: “არსენალმა” “ვალენსიასთან” მოლაპარაკებები წამოიწყო (Sky Sports)
4 აგვისტო: მუსტაფისთვის ბრძოლაში “ჩელსი” ჩაერთო (BBC Sport)
11 აგვისტო: “არსენალმა” მუსტაფისთან შეთანხმებას მიაღწია

ასე და ამგვარად, სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება – როგორც ჩანს, გერმანელი ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

ოფიციალურად: დემიკელისი “ესპანიოლში” გადავიდა

ესპანური “ესპანიოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” 35 წლის მცველი, მარტინ დემიკელისი კარიერას “ესტადიო კორნელიაზე” გააგრძელებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ადნან იანუზაი “სანდერლენდში” გაუშვას

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ადნან იანუზაის “სანდერლენდში” გაშვებას აპირებენ. მიუხედავად მოიესის სურვილისა, სრული უფლებები მოეპოვებინა ბელგიელ ფეხბურთელზე, “მანჩესტერელები” მხოლოდ მის განათხოვრებაზე დათანხმდნენ.

პელეგრინი ესპანეთს უახლოვდება

Marca-ს ცნობით, ესპანური “ვილიარეალის” ხელმძღვანელები მარსელინიოს დათხოვნას (რომელმაც გუნდი მე-4 ადგილზე გაიყვანა) და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის მიღებას აპირებენ.

მუსტაფი: “შაბათს სასიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ”

“ვალენსიას” მცველმა, შკოდრან მუსტაფმა ისაუბრა ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩზე, სადაც “ღამურები” “სამეფო გუნდს” დაუპირისპირდებიან.

“არ ვფიქრობ, რომ “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გადაიღალნენ. “რეალს” მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, ამიტომ მათგან არანაირი სიურპრიზი არაა მოსალოდნელი. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება,”-განუცხადა გერმანელმა AS-ს.

“არასდროს მითამაშია ბერნაბეუზე, ორმაგი მოტივაციით ვითამაშებ მადრიდში”.

მატჩი ლევანტელთა და კარლო ანჩელოტის შეგირდებს შორის შაბათს გაიმართება.

“ტოტენჰემი” მუსტაფით ინტერესდება

“მამლები” შემადგენლობის გაძლიერებას გერმანელი მცველით აპირებენ.

ლონდონური გუნდი “ვალენსიას” მცველით, შკოდრან მუსტაფის მომსახურეობითაა დაინტერესებული.

წყაროს თანახმად, ბუნდეს-ნაკრების წევრი “ტოტენჰემში” იოანეს ქაბულის შემცვლელად მოიაზრება, რომლის თამაშითაც მოურისიო პოჩეტინო უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გერმანელი “ვალენსიაში” “სამპდორიადან” 8 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში, შკოდრან მუსტაფმა “ვალენსიას” მაისურით 19-ჯერ ითამაშა და სამჯერ გაიტანა.

“ვალენსიამ” მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

იტალიური “სამპდორიას” აწ უკვე ყოფილი მცველი შკოდრან მუსტაფი კარიერას “ვალენსიაში” გააგრძელებს.

გერმანელმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “ღამურებმა” მუსტაფის სანაცვლოდ დაახლოებით 8 მილიონი ევრო გაიღეს.

შკოდრან მუსტაფიმ იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიიწერა. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების წევრმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – პორტუგალიასთან (4:0), განასთან (2:2) და ალჟირთან (2:1 დ.დ.).