ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერისთვის სამი ინგლისური გრანდი იბრძვის

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ლონდონის “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელი ვარსკვლავისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას “მეთოფეთა” ხელმძღვანელებიც აპირებენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი “ემირეიტსის” დატოვება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოქსლეიდ-ჩემბერლენმა 2016/17 წლების სეზონში “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, რამაც ის ძალიან გაანაწყენა.

უოლკოტმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთმანეთი დახატეს (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები მოედნის მიღმაც აქტიურად განაგრძობენ ურთიერთობას. ამჯერად თეო უოლკოტმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთ-ერთი საბავშვო შოუს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ერთი წუთის განმავლობაში ფეხბურთელებმა ერთმანეთი დახატეს, აუდიტორიამ კი უკეთესი ნახატის ავტორი გამოავლინა.

გთავაზობთ ამ სახალისო ვიდეოს.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა „ჩელსის“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

„ჩელსისთან“ ინგლისის სუპერთასის მიმდინარე შეხვედრაში „არსენალის“ თავდამსხმელმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბლერნამა მეტოქის საჯარიმოში თეო უოლკოტის პასი მიიღო, მცველები მაოტყუა და უძლიერესი დარტყმით ჩინებული გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო:

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ტიერი ანრის გოლის განმეორება ვერ შეძლო (ვიდეო)

„არსენალის“ თავდამსხმელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი „მანჩესტერ იუნ აიტედთან მატჩის წინ საინტერესო ვიდეოების გადაღებას აგრძელებს.

ამჯერად „მეთოფეთა“ ფორვარდმა ტიერი ანრის „წითელი ეშმაკების“ კარში გოლის განმეორება სცადა, რომელიც ფრანგმა 2000 წლის ოქტომბერში გაიტანა. სამწუხაროდ, ანრის გოლის განმეორება ალექსს ვერ გამოუვიდა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი: “ჩვენი მიზანი ინგლისის თასის და პრემიერლიგის მოგებაა”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა აღნიშნა, რომ ახალ სეზონში გუნდს საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. მისი თქმით, “მეთოფეები” პრემიერლიგისა და ინგლისის თასის მოგება შეეცდებიან.

“ძალზედ საინტერესო იქნება ალექსის სანჩესთან ერთად თამაში. დარწმუნებული ვარ, ის “არსენალს” გააძლიერებს. ჩვენი გუნდი ყოველთვის დიდ მიზნებს ისახავს. გვინდა, რომ ქვეყნის თასი და ჩემპიონატი მოვიგოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა”, – ოქსლეიდ-ჩემბერლენის სიტყვებს goal.com-ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, “არსენალი” პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 16 აგვისტოს, შინ “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ ჩაატარებს.