ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

თბილისის და ბათუმის “დინამოთა” მატჩის დასრულების შემდეგ, რომლებიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ზღვისპირელთა მწვრთნელმა ბათუმში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის საკითხებზე ისაუბრა და სასიამოვნო ინფორმაციაც გააჟღერა.

“სტადიონის თემა ჩვენთვის ძალიან მკტივნეულია. ქობულეთში გვიწევს თამაშიც და ვარჯიშიც, რაც საქმეს გვირთულებს.  აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით იწყება სტადიონის მშენებლობა, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. საფეხბურთო მოედნის გარდა იქ ხელბურთის და კალათბურთის დიდი მოედნები იქნება. ასე რომ, ბათუში დიდი სპორტული კომპლექსი გვექნება. თანხები უკვე გამოყოფილია. ასევე, მალე ანგისაში აკადემია და ბაზაც აშენდება” – განაცხადა ბალაძემ.

ასლან ბალაძე: “უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას”

“მეტალურგი” – “დინამო ბათუმის” დასრულების შემდეგ მატჩი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, ასლან ბალაძემ შეაფასა.

ასლან ბალაძე: “თამაშით უკმაყოფილო ვარ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დღვანდელ მატჩი თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას. 

პირველი ტაიმის შემდეგ ცენტრალური ხაზის გაძლიერება მუჯირის შემოყვანით ვცადეთ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და სამწუხაროდ დავმარცხდით. “მეტალურგს” გამარჯვებას ვულოცავ”.  

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო