გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის თასზე საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

30 ოქტომბერს, საბერძნეთის თასზე ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა “ოფიმ” საკუთარ მოედანზე “ქსანტი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გავიდა, ხოლო საგოლე გადაცემის ავტორი ქართველი გიორგი მერებაშვილი გახდა.

მერებაშვილის გარდა, “ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყო მეკარე გიორგი ლორიაც, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

მერებაშვილის გოლი საუკეთესოა (ვიდეო)

გულშემატკივართა გამოკითხვით საბერძნეთის სუპერლიგის მე-7 ტურის საუკეთესო გოლად გიორგი მერებაშვილის მიერ “პანათინაიკოსის” კარში გატანილი გოლი დასახელდა.

თბილისის “დინამოს” ყოფილმა შემტევმა ბერძნულ “ოფი”-ში დებიუტი საკმაოდ ეფექტურად აღნიშნა და საკუთარ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

 

გიორგი მერებაშვილმა “პანათინაიკოსს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 ოქტომბერს, საბერძნეთის ჩემპიონატში “პანათინაიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორიასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა ამ მატჩში ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა.

გიორგი ლორიას მწვრთნელი ჯენარო გატუზო პრესკონფერენციაზე განრისხდა (ვიდეო)

20 სექტემბერს, საბერძნეთის ჩემპიონატში გიორგი ლორიას “ოფიმ” საკუთარ მოედანზე “ატრომიტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, ჯენარო გატუზოს შეგირდებმა ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში ორი მარცხი იწვნიეს. რამდენიმე ბერძნულმა გამოცემამ კი დაწერა, რომ გატუზო კლუბს ტოვებს.

“ატრომიტოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ გატუზო პრესკონფერენციაზე ძალიან გაბრაზებული საუბრობდა.

“ჩემთვის, კლუბიდან წასვლა ადვილია. მე იმიტომ არ ვყვირი, რომ ფული არ გვაქვს. ევროპაში ფული ბევრ კლუბს არ აქვს. იმის გამო, რომ ფეხბურთელს ფულს ვერ ვუხდი და ის ბოლომდე არ იხარჯება, ამას ვერ ვაპატიებ”, – აცხადებს გატუზო.

გიორგი ლორიას მწვრთნელი ჯენარო გატუზო ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გააგიჟა

23 აგვისტოს საბერძნეთის სუპერ ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი ლორიას “ოფიმ”, რომელსაც ჯენარო გატუზო თავკაცობს, საკუთარ მოედანზე “პანაითოლიკოსი” მიიღო და მეტოქე 92-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

ჯენარო გატუზო გოლმა ისე გაახარა, რომ ის მოედანზეც კი შეიჭრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა და კარიც მშრლად შეინახა.

გიორგი ლორია საბერძნეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი კრეტის ოფი-ის ღირსებას დაიცავს. აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან იტალიელი ჯენარო გატუზო მუშაობს. ლორიამ ოფი-ში გადასვლა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“დღეიდან ოფიციალურად ოფი-ის ფეხბურთელი ვარ. ძალიან გამიხარდა, რომ ოფი-ში ჩავირიცხე. შევხვდი მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, ვესაუბრე, ძალიან უნდა ჩემი აქ ყოფნა. ოფი ამბიციური გუნდია, მიზნები გააჩნია და იმედია, მეც ყველანაირად დავეხმარები ოფი-ს წარმატების მიღწევაში. შანსი არის, დავამტკიცო, რომ ევროპაში თამაშის ღირსი ვარ და ეს ჩემი მომავლისთვისაც კარგია”, – აღნიშნა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია აქამდე “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ოფი-ს, გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა.