“ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “სიეტლი საუნდერსის” მცველი დეანდრე იედლინი ლონდონურ კლუბს იანვარში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ “დეზებმა” 21 წლის ამერიკელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინეს. მაშინ მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა იედლინს დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს და მასაც აშშ-ში დაბრუნება მოუწია. მაშინდელი შეთანხმებით, ფეხბურთელი “ტოტენჰემში” 2015 წლის ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ამ ვადის დაჩქარება მოხდა.
დეანდრე იედლინი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.