“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ლუკ შოუმ მოედანზე მუშაობა განაახლა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ფიზიოთერაპევტის ზედამხედველობის ქვეშ მოთელვითი ვარჯიშები ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ლუკ შოუმ გასული წლის სექტემბერში, “პეესვე ეინდჰოვენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას ფეხი მოიტეხა. 20 წლის ფეხბურთელს ნახევარ წელზე მეტია არ უთამაშია.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ხუან მატამ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ლუკ შოუსთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.