როჯერ ფედერერის მორიგი ტრიუმფი: შვეიცარიელის მე-20 “დიდი სლემი”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარინა ჩილიჩი დაამარცხა და რიგით მე-20 “დიდ სლემს” დაეუფლა. შვეიცარიელი პირველი მამაკაცი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. ქალებს შორის კი მას შტეფ გრაფი (22), სერენა უილიამსი (23) და მარგარეტ კორტი (24) უსწრებენ.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი რიგით 30-ე იყო როჯერისთვის “დიდ სლემზე”, რაც მამაკაცთა ჩოგბურთის რეკორდი გახლავთ. მან ეს უდიდესი ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.ფედერერს ხუთი სეტი დასჭირდა, გამარჯვებულად რომ გამოეცხადებინათ [6:2, 6:7 (5:7), 6:3, 3:6, 6:1].

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა “დიდი სლემის” გათამაშების, რომელიც 1968 წლიდან იმართება, 10 პროცენტის მოგება შეძლო. ჩოგბურთის “დიდი ოთხეულის” – ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი და მარი – ანგარიშზე კი 200-დან 51 მოგებული ტიტულია.

ეს როჯერ ფედერერისთვის მელბურნში მოპოვებული რიგით მეექვსე ტიტულია. გარდა ამისა, ის რიგით მეორე უხუცესია, რომელმაც “დიდი სლემი” მოიგო – შვეიცარიელი 36 წლის, 5 თვის და 20 დღის არის და მხოლოდ კენ როუზუოლს ჩამორჩება (37 წელი, 2 თვე და 1 დღე).

ფინალამდე ფედერერის ყველაზე რთული მეტოქე ტომაშ ბერდიხი გახლდათ, რომლის დამარცხებაც ერთ დროს ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო.

პავლიუჩენკოს კარგმა თამაშმა როჯერ ფედერერი შოკში ჩააგდო (ვიდეო)

ავსტრალიის ქალაქ პერთში ჰოპმანის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელებიც იღებენ. ჰოპმანის თასი არაოფიციალური ტურნირია, რომელიც უმეტესწილად სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად. ამ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგები სრულიად უმნიშვნელოა, ამიტომაც ჩოგბურთელები ყოველგვარი სტრესისგან არიან თავისუფლები.

მაესტრო როჯერ ფედერერი მეორედ იღებს მონაწილეობას პერთის ტურნირზე და საკმაოდ კარგადაც ერთობა. დღევანდელი საჩოგბურთო მატჩის საუკეთესო მომენტიც სწორედ ფედერერს უკავშირდება, რომელიც ანასტასია პავლიუჩენკომ თავისი კარგი თამაშით შოკში ჩააგდო.

ბასილაშვილი: „როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან მაგალითი იყო“

მოგეხსენებათ, დღეს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პლანეტის მესამე ჩოგანს, შვეიცარელ როჯერ ფედერერს შეხვდა და სამ სეში დამარცხდა (6:2, 6:1, 6:2). ცოტა ხნის ბასილაშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განვლილი შეხვედრა შეაფასა

როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო .ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე,ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობან თავისი გააკეთა.ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა. ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა, მაგრამ რა გაეწყობა ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისე.
ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის“, – დაწერა ბასილაშვილმა.

untitled

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერს შეხვდება

ჩოგბურთის ახალი სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირის ავსტრალიის ღია პირველობის კენჭისყრის შედეგით, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მიმდინარე წელს ტურნირზე ყოველგვარი საკვალიფიკაციო მატჩების გარეშე მოხვდა, პირველ წრეში პლანეტის ამჟამად მესამე ჩოგანს, შვეიცარელ როჯერ ფედერერს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვიდან იწყება.

ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო!

დასრულდა უიმბლდონის კაცთა 2015 წლის გათამაშების ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი შევხდნენ.

პირველი სეტი თანაბარი გამოდგა, მისი ბედი ტაიბრეიკზე გაირკვა, რომელშიც ჯოკოვიჩმა ფედერერი უშანსოდ დატოვა. მეორე სეტი მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ამჯერად ტაიბრეიკი დაძაბული გამოდგა და შვეიცარელმა სეტის მოგება შეძლო. მესამე სეტის შუა ნაწილის მიმდინარეობისას წვიმა წამოვიდა, რის გამოც მატჩი ცოტა ხნით შეწყდა. საბოლოოდ, პაუზამ უკეთესად ჯოკოვიჩზე იმოქმედა და მესამე სეტი მან 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში კი სერბმა ორი ბრეიკი მიითვალა და 6:3 გაიმარჯვა.

აქედან გამომდინარე, ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მესამედ მოიგო. ცნობისთვის, წელს მთავარ ტიტულებს შორის მან ასევე ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მოახერხა და „როლანდ გაროსის“ ფინალამდე მივიდა, სადაც სტანისლას ვავრინკასთან დამარცხდა.

როჯერ ფედერერმა ბავშვობის საყვარელი სპორტსმენები დაასახელა

„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა თავისი ბავშვობის საყვარელ სპორტსმენებზე ისაუბრა.

„მე ზიდანი მიყვარდა. მის თამაშს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

ჩემზე ძლიერად მაიკლ ჯორდანმაც იმოქმედა. მაიკლი წელს „US Open“-ზე გავიცანი. იგი მშვიდი და თავაზიანი იყო, ზუსტად ისეთივე, როგორიც მინდორზე. ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ჯორდანი ყოველთვის თავშეკავებულია, რაც ძალიან მომწონს“, – ციტირებს ფედერერს „Le 10 Sport“-ი.

ფედერერმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ვერ ითამაშა

მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი გავიდნენ.

სამწუხაროდ, თამაშის დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ფედერერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს.

„გუშინ საღამოს და დღეს დილით ყველაფერი გავაკეთე, რათა მზად ვყოფილიყავი. ვსვამდი წამლებს და ვვარჯიშობდი. თუმცა, ნოვაკთან სათამაშოდ მზად მაინც არ ვარ. ჩემს ასაკში ახლა თამაში ძალიან სარისკო იქნებოდა. იმედია, გამიგებთ.

ვავრინკასთან მატჩში ზურგი ვიტკინე. გული დამწყდა და ვიმედოვნებ, რომ გამოჯანმრთელებას შევძლებ“, – განაცხადა შვეიცარელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფედერერმა თანამემამულე ვავრინკა დაამარცხა და 48 წუთის განმავლობაში ითამაშა.

ATP-ს მსოფლიო ტურის ფინალი : ფედერერი – ჯოკოვიჩი

დღეს ATP-ს მსოფლიო ტურის ფინალი გაიმართება. ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან. 2012 წლის შემდეგ ეს ორი ჩოგბურთელი ფინალში კიდევ ერთხელ შეხვდებიან. სამწუხაროდ, ფედერერისთვის 2012 წლის ფინალი წარუმატებელი აღმოჩნდა. იმ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესძლო შვეიცარიელის დამარცხება (7-6 (8-6) 7-5).

ATP-ს მსოფლიო ტურის ნახევარფინალი ორივე ჩოგბურთელისთვის დაძაბული გამოდგა. შვეიცარიელმა ვავრინკას დამარცხება სამ სეტში მოახერხა, საბოლოო ანგარიშით 2-1 (4-6, 7-5, 7-6 (8-6)).

ახლა კი რაც შეეხება სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს. იგი ტურნირის ნახევარფინალში იაპონელ ჩოგბურთელს კეი ნიშიკორის დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაშიც გამარჯვებულის ვინაობა სამ სეტში გამოვლინდა. (6-1,3-6 და 6-0).

ATP-ს მსოფლიო ტურის ფინალი გაიმართება დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე.

მატჩის დროს გულშემატკივრებმა როჯერ ფედერერს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს

8 აგვისტოს ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანს როჯერ ფედერერს 33 წელი შეუსრულდა. დავიდ ფერერთან ტორონტოს ტურნირის მატჩისას, რომელიც როჯერ ფედერერმა 6:3, 4:6, 6:3 მოიო, გულშემატკივრებმა მას დღეობა სიმღერით მიულოცეს.

„Forbes“-მა ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა

ჩოგბურთის „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი და გოლფის 14-გზის მეიჯორჩემპიონი ტაიგერ ვუდსი „Forbes“-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენების სიას ლიდერობენ.

გამოცემის კვლევის შედეგად, 32 წლის შვეიცარელმა და 38 წლის ამერიკელმა 2013 წელს 46-46 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ფედერერის მხოლოდ ტურნირზე დაპატიჟება ორგანიზატორებს მილიონზე მეტი დოლარი უჯდებათ, ხოლო „ნაიკთან“ ათწლიანი კონტრაქტი 100 000 000 დოლარად ფასდება.

აღნიშნული რეიტინგის ათეული კი შემდეგნაირად გამოიყუბა.

1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ჩოგბურთი – 46 მილიონი დოლარი

1. ტეიგერ ვუდსი (აშშ), გოლფი – 46 მილიონი დოლარი

2. ლებრონ ჯეიმსი (აშშ), კალათბურთი – 27 მილიონი დოლარი

3. ფილ მიკელსონი (აშშ), გოლფი – 25 მილიონი დოლარი

4. მარია შარაპოვა (რუსეთი), ჩოგბურთი – 23 მილიონი დოლარი

5. მაჰენდრა სინგჰ დჰონი (ინდოეთი), კრიკეტი – 21 მილიონი დოლარი

6. უსაინ ბოლტი (იამაიკა), სპრინტი – 20 მილიონი დოლარი

7. კობი ბრაიანტი (აშშ), კალათბურთი – 19 მილიონი დოლარი

8. ლი ნა (ჩინეთი), ჩოგბურთი – 15 მილიონი დოლარი

9. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

10. ლიონელ მესი (არგენტინა), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

როჯერ ფედერერს კვლავ ტყუპები შეეძინა

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ამცნო, რომ 6 მაისს მისმა მეუღლემ მიროსლავა ვავრინეცმა კვლავ ტყუპები გააჩინა, თუმც ამჯერად ბიჭები.

„მირკა და მე უზომოდ ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენ ლეო და ლენი შეგვეძინა“ – დაწერა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა თავის მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ ფედერერსა და მის მეუღლეს 2009 წლის 23 ივლისს მდედრობითი სქესის ტყუპები შეეძინათ, რომლებსაც შარლინი და მილუ დაარქვეს.

ბექა დოგრაშვილი

ფედერერი: „საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ“

დღეს ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში როჯერ ფედერერმა ბრიტანელი ენდი მარი 6:3, 6:4, 6:7(6), 6:3 დაამარცხა. წარმოგიდგენთ შვეიცარიელის მატჩისშემდგომ კომენტარს.

„კარგი იქნებოდა, თუ მატჩს პირველივე ცდიდან მოვიგებდი. მესამე სეტის თაი-ბრეიკზე ვიგებდი, თუმცა შანსი ხელიდან გავუშვი. უკეთესად შემეძლო მეთამაშა. საბედნიეროდ, არ დავიბენი და მეოთხე სეტშიც გავიმარჯვე.

დღეს თავს ჩინებულად ვრძნობდი. საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, რაც შემდეგი მატჩისთვის მოტივაციას მიმატებს“, – განაცხადა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე პლანეტის პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი