აზარი: “საკმარისად ეგოისტი არ ვარ იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოვიგო”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი, ედენ აზარი თანამედროვე მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. მას ბევრი უკვე, რამდენიმე წელია, ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებს.

აღნიშნულ საკითხზე თავად სპორტსმენმა ისაუბრა.

“მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ არ ვარ ეგოისტი. შესაძლოა, ეს მართალია. ახლა, თანამედროვე ფეხბურთში ისეთი რამის მოსაგებად, როგორიც, მაგალითად, ოქროს ბურთი, ან ოქროს ბუცია, გჭირდება, იყო, ეგოისტი. მაგრამ, ეს საერთოდ არ ვარ. უბრალოდ ის ვარ, ვინც ვარ და მორჩა,” – ამბობს ბელგიელი.

კარიკატურა: აზარის ახალი შანსი

ლონდონის “ჩელსიმ” მომავალ სეზონში ჩემპპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი თითქმის დაკარგა. შესაბამისად, “ლურჯების” ვარსკვლავი, ედენ აზარი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს. ბელგიელს “რეალში” გადასვლა სურს, ეს შანსი იქნება, რომ მან ევროპული გრანდების წინააღმდეგ კვლავ ითამაშოს.

გთავაზობთ, კარიკატურას აღნიშნულ თემაზე

 

კარიკატურა: “ჩელსის” ფეხბურთელები და მწვრთნელი ცირკის ჯამბაზების როლში

გუშინ ლონდონის “ჩელსი” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “უოტფორდთან” ანგარიშით, 1-4 განადგურდა.

ომარ მომანიმ ანტნიო კონტე, ოლივიე ჟირუ, ედენ აზარი და დავიდ ლუისი ცირკის მონაწილე ჯამბაზებს შეადარა.

 

აზარის მამა: “ჩემმა შვილმა “ჩელსის” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი “რეალის” გამო უთხრა”

ლონდონის “ჩელსის” კლუბის ლიდერთან, ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. თუმცა, თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს და, ჯერჯერობით, არისტოკრატებს უარს ეუბნება,

აღნიშნულ თემაზე ედენის მამამ, ტიერიმ ისაუბრა.

“დაზუსტებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ედენი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. თუ მადრიდის “რეალისგან” ინტერესი წამოვა, ის აუცილებლად გამართავს მოლაპარაკებებს ესპანურ გუნდთან. ჩემს შვილს “რეალის” მიმართ ინტერესები გააჩნია. თუმცა, ახლა მადრიდელთა” მხირდან არანაირი შემოთავაზება არაა. ედენი თავად გადაწყვეტს მომავალს,” – ამბობს ტიერი აზარი.

ედენ აზარი: “ვოცნებობ, რომ ჩემი მწვრთნელი ზიდანი იყოს”

ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ედენ აზარის ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, რომ მას მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზინედინ ზიდანი წვრთნიდეს.

“ყველამ იცის, რომ ზიდანი ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. მას, როგორც მოთამაშეს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ხოლო, ახლა კი იგი, როგორც მწვრთნელი, ჩემთვის ძალინ პატივსაცემია. ოცნებაა, რომ მან გამწვრთნას. არ ვიცი რა იქნება მომავალში, იმედია, ეს ნათქვამი რეალობად იქცევა. თუმცა, ახლა “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”

“ლონდონურ კარიერაში კიდევ ბევრი რამეა მოსაგები და მისაღწევი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ აქაურ ცხოვრებასა და წარმატებებისკენ სწრაფვაზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს ბელგიელი.

აზარი: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების ძალა შეგვწევს”

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში შარშანდელი სეზონივით, ვეღარ ბრწყინავს. “ლურჯებს” ამჟამად 13 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას სჯერდებიან.

გუნდის ერთ-ერთა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში ყოველ კვირაში მატჩების ჩატარება უფრო ადვილი იყო. მაშინ ჩვენი ფიზიკური კონდიციები შეადერბით მაღალ დონეზე იდგა. ახლა სიტუაცია შეცივალა. თუმცა, საჭიროა ამ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მალე ვადაპტირდეთ. იმავე საფეხურზე ვდგავართ. უბრალოდ, კიდევ უფრო დიდი მონდომებაა საჭირო. განსხვავება ამ და გასულ სეზონებს შორის ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერები არიან.”

“ვიცით, რომ პრემიერ ლიგა გრძელი ჩემპიონატია. მზად ვართ და ვიცით, წინ რთული ბრძოლა გველის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

კარიკატურა: გვარდიოლა აზარის რადიაციის ქვეშ მოექცა (ფოტო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა. დედალაქელთა მხრიდან ორივე გოლი ედენ აზარმა გაიტანა.

საგულისხმოა, რომ ამ მარცხით პეპ გვარდიოლას გუნდის პრემიერ ლიგის მოგების შანსები ძალიან მიზერული გახდა. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

ვენგერი: “ჩელსის” ამ ფეხბურთელის შეძენა ორჯერ ვცადე”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსის” ნახევარდაცვის ბურჯზე, ნ’გოლო კანტეზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ მისი თამამემამულის შეძენას ორს სხვადასხვა შემთხვევაში ცდილობდა.

“ვუყურე “ლივერპულისა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრას. იმ თამაშში ლონდონელების ქულის მოპოვებაში განუსაზღვრელი წვლილი ნ’გოლომ შეიტანა. სულაც არაა გასაკვირი, რომ ლონდონელები ახლა იმ პოზიციაზე იმყოფებიან, სადაც ადრე “ლესტერი” იყო. კანტეს მიერ, “მელიების” დატოვების შემდეგ კი მათი ნახევარდაცვა ისეთი ეფექტური ვეღარ არის.”

 

“რა თქმა უნდა, კონტეს გუნდის წარმატებაში დიდ როლს კოშტა და აზარი თამაშობენ, თუმცა კანტეც შეუდარებელია. მისი გავლენა აშკარად შესამჩნევია.”

“მიცდია თუ არა მისი შეძენა? დიახ, თანაც, ორ სხვადასხვა დროს: როცა ის საფრანგეთში თამაშობდა და, ასევე, “ლესტერში” ასპარეზობის დროს. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა სამწუახროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა, ” – განაცხადა ვენგერმა.

აზარი: “კონტე, ტაქტიკის თვალსაზრისით, უფრო მეტს გვამუშავებს, ვიდრე ამას მოურინიო აკეთებდა”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა Sky Sports-თან ინტერვიუში ერთმანეთს მისი ყოფილი და ახლანდელი მწვრთნელები, ჟოზე მოურინიო და ანტონიო კონტე შეადარა.

“შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, თუმცა ანტონიო უფრო მეტს გვამუშავებს ტაქტიკის კუთხით, ვიდრე ამას შარშან და შარშანწინ ჟოზე აკეთებდა.”

“წელს ძალიან ბევრს ვმუშაობთ პოზიციურ თამაშზე. ვიცით, სხვადასხვა სიტუაციაში სად უნდა იყოს თითოეული ფეხბურთელი: როგორც შემტევები, ასევე მცველები.”

“მოურინიოს დროს, ტაქიკურად ბევრს არ ვვარჯიშობდით. იყო რაღაც სისტემა, თუმცა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ მახვილდებოდა. ახლა მექანიზმი სულ სხვაა.”

“მაგალითად, იმ წელს, როცა მოურინიომ პრემიერ ლიგა მოგვაგებინა, მარცხენა ფრთაზე ჩემ უკან ნემანია მატიჩი იდგა. ხშირად ვრჩებოდი ხოლმე შეტევაში და მატიჩს დიდი დაცვითი საქმის გაკეთება უხდებოდა. ახლა ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა.”

“ახლა მე უფრო სიღრმეში ვარ შეწეული. ჩემ უკან მარკოს ალონსო დგას, რომელიც ფლანგს ამაგრებს. შემიძლია, უპრობლემოდ დავრჩე წინ მეტოქის შეტევის დროს და, თუ კონტრ-შეტევას დავიწყებთ, ბურთს დაველოდო,” – აცხადებს აზარი.

 

აზარი: “ეს ორი გუნდი ჩვენი მთავარი მეტოქეა”

ლონდონის “ჩელსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ანტონიო კონტეს გუნდი 23 ტურის შემდეგ პრემირ ლიგას 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს მთელი ცხრა ქულით უსწრებს.

გუნდის ერთ-ერმა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულში მათი მთავარი შემცილებლები, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან.

“ვფიქრობ, ჩვენს მთავარ მეტოქეებს “მანჩესტერი” და “არსენალი” წარმოადგენენ.”

“მართალია, მოურინიოს გუნდმა პირველ ნახევარში ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა ახლა “წითელი ეშმაკები” შესანიშნავად გამოიყურებიან. მათ ბოლო შეხვედრები კარგად ჩაატარეს და ვფიქრობ, ამ ტემპს შეინარჩუნებენ.”

“იმედია, ისინი მეორე ან მესამე აგდილზე მაღლა არ დაამთავრებენ ასპარეზობას.”

“ტოტენჰემიც” კარგი გუნდია. ისინი ხომ ახლა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა “მანჩესტერი” და “არსენალი” უფრო გამოცდილები არიან. ეს ჩემი აზრია, შესაძლოა, ვცდები,” – აცხადებს ედენი.

 

 

ლამპარდი: “მან ყველაფერი შეცვალა”

ლონდონის “ჩელსის” ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელმა სეპეციალისტმა “არისტოკრატები” წარმატებისკენ სწორი გზით წაიყვანა.

“კონტე სულ ცოტა ხნის წინ მივიდა “ჩელსიში” და აბსოლუტურიად ყველაფერი შეცვალა. გუნდი ძლიერი, მონდომებული და თავდაჯერებულია. არ მგონია, რომ მათი დაწევა პრემიერ ლიგაში ვინმემ შეძლოს. ედენი და დიეგო გუნდის ლიდერები არიან. თუმცა, გადამწყვეტი როლი ანტონიო კონტეს აქვს, რომელიც სპორტსმენებს სწორ ფეხბურთს ათამაშებს.”

“შარშან ტრავმა მივიღე და აქ ცოტა ხნით მომიწია დაბრუნებამ. გასახდელში საშინელი ატმოსფერო სუფევდა. ისინი ხომ მე-12 ადგილზე იყვნენ. მაშინ ვერც ჰიდინკმა მოახერხა დიდი გარდატეხის შეტანა უარყოფით პროცესებში. თუმცა, მოვიდა ანტონიო. ის სულს სხვაა. იტალიელს საოცარი ქარიზმა აქვს და შეგირდებს იმას აკეთებინებს ზედმიწევნით, რასაც სწორად მიჩნევს. ვფიქრობ, მიმიდნარე სეზონში პრემიერ ლიგაში “ჩელსისთან” სხვა ყველა გუნდი უშანსოდაა,” – აცხადებს ფრენკი.