ოფიციალურად: “ლივერპულმა” ალბერტო მორენო დაიმატა

22 წლის ესპანელი მარცხენაფლანგელი მცველი ალბერტო მორენო “სევილიადან” “ლივერპულში” გადაბარგდა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა მერსისაიდულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რა პერიოდზე გავრცელდება შრომითი ხელშეკრულება, არ კონკრეტდება.

“ჩაბი ალონსოს, პეპე რეინასა და ალვარო არბელოას ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ “ლივერპული” განსაკუთრებული გუნდია, რომელსაც განსაკუთრებული ფანები ჰყავს.მათ მითხრეს, რომ ასეთ დიდ კლუბში კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ დიდებულ გუნდს შევუერთდი, როგორიც “ლივერპულია”. ვიმედოვნებ, ჩემს შესაძლებლობებს წარმოვაჩენ და კლუბს დავეხმარები”, – ციტირებს მორენოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“ლივერპულის” შემადგენლობაში ალბერტო მორენო 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.