FIFA 15 – ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა?

კანადურმა სპორტული თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ EA Sports-მა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, ძლიერი დარტყმის მქონე 10 საუკეთესო ფეხბურთელის სია FIFA 15-ში.

სია ასე გამოიყურება:

10.ტომ ჰალდსტოუნი (“ჰალ სიტი”)  რეიტინგი: 91

9.ტინო კოსტა (მოსკოვის “სპარტაკი”) რეიტინგი: 91

8.უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) რეიტინგი: 91

7.ფრედი გუარინი (“ინტერი”) რეიტინგი: 91

6.ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალი”) რეიტინგი: 92

5.ედი ბოსნარი (ავტრალიის “ცენტრალ კოსტ მარინერსი”) რეიტინგი: 93

4.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) რეიტინგი: 93

3.ჰალკი (სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი”) რეიტინგი: 94

2.კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) რეიტინგი: 94

1. რონნი (“ჰერტა ბერლინი”) რეიტინგი: 96

“ჰალ სიტი” იყიდება

“ჰალის სიტის” მფლობელ ასემ ალამს კლუბისთვის სახელის გადარქმევა და “ჰალ ტაიგერსის” დარქმევა სურდა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ეგვიპტელ ბიზნესმენს ამის ნებართვა არ მისცა. ამ აკრძალვის გამო, ალამმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

“ბოლო პერიოდში უამრავი ჭორი გავრცელდა, ამიტომ გადავწყვიტე პრესკონფერენციის ჩატარება, რათა ყველაფერი აგიხსნათ.
მიმდინარე წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ კლუბს გასაყიდად გავიტანდით, თუ მისთვის “ჰალ ტაიგერსის” დარქმევის უფლებას არ მოგვცემდნენ. ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება 9 აპრილს გამოიტანა, უკვე 10 აპრილს კი განვაცხადეთ, რომ “ჰალ სიტი” იყიდება. ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების გადაწყვეტილებაც მივიღეთ”, – ციტირებს “ჰალ სიტის” 75 წლის მფლობელის სიტყვებს BBC.

 

ოქრიაშვილი ჰალ სიტიში? ინფორმაცია არ დასტურდება

გუშინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თორნიკე ოქრიაშვილის მიმართ ინტერესს ინგლისური პრემიერლიგის კლუბი იჩენს. კერძოდნ, საუბარი “ჰალ სიტის” დაინტერესების შესახებ იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას არცერთი ბრიტანული, თუ სხვა უცხოური სააგენტო არ ადასტურებს. ასე რომ, ოქრიაშვილის პრემიერლიგაში გადასვლის ამბავი ჯერჯერობით მხოლოდ ჭორად შეიძლება ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ირლანდიის მატჩის 38-ე წუთზე “გენკის” ფეხბურთელმა ულამაზესი გოლით შესძლო ანგარიშის გათანაბრება.

ბენ არფა ჰალ სიტიში გადავიდა

“ნიუკასლის” შემტევი ჰატემ ბენ არფა “ჰალ სიტის” ფეხბურტელი გახდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი ახალ კლუბში იჯარი წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ტრანსფერის ფინანსური მხარე უცნობია. ბენ არფამ ინგლისურ პრემიერლიგაში სამი სეზონი გაატარა. “ნიუკასლში” ფეხბურთელი 2011 წელს აღმოჩნდა და მას შემდეგ ასზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწროა.

“ბენ არფა ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი შენაძენია. შეტევაში უფრო მრავალფეროვნები გავხდებით” – განაცხადა “ჰალ სიტი” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა.

როგორ არ უნდა დაარტყას ფეხბურთელმა

31 ივლისს, სლოვაკურ “ტრენჩინსა” და “ჰალ სიტის” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში “ჰალ სიტის” ფეხბურთელმა ტომ ჰადლსტოუნმა პენალტი შეასრულა, რომელიც მეკარემ მოიგერია დამატებაზე პირველი ისევ ინგლისელი მოთამაშე იყო, თუმცა მან ძალიან ცუდად დაარტყა.

როგორ ფორმაშია მოთამაშე მწვრთნელი რაიან გიგზი

როგორც იცით, 6 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ჰალ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში საინტერესო რამ მოხდა. თამაშში მანჩესტერელთა მწვრთნელი რაიან გიგზი ჩაერთო, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე მშვენივრად მოატყუა.

ტომ ჰადლსტოუნის ლამაზი გოლი “შეფილდის” კარში

13 აპრილს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “ჰალ სიტისა” და “შეფილს” შორის გამართულ მატჩში (5:3), ტომ ჰადლსტოუნმა მეტოქეს გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაუტანა.

“ჰალ სიტი” სახელს ვერ შეიცვლის

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია “ჰალ სიტის” სახელის შეცვლის უფლებას არ მისცემს. კლუბის პრეზიდენტ, ასელ ალამს სურს, რომ კლუბს “ჰალ ტაიგერსი” დაარქვას. მისი აზრით, ეს სახელი მარკეტინგული თვალსაზრისით წინ წაწევს გუნდს. მაგრამ, პრეზიდენტის ასეთ გადაწყვეტილებას კლუბის ფანები ეწინააღმდეგებიან.

ბრიტანული პრესის ცნობით, ამ საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საფეხბურთო ასოციაცია შემდეგ თვეში მიიღებს. საინტერესოა, რომ ალამი, რომელმაც “ჰალ სიტი” 2010 წელს ფინანსური კრიზისიდან იხსნა, მისი თხოვნის უარყოფის შემთხვევაში კლუბის დატოვებით იმუქრება.

“ჰალ სიტის” ფეხბურთელმა ჯო ჰარტი სასტიკად გააბრაზა

15 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გასამართ შეხვედრაში (0:2), “ჰალ სიტის” ფეხბურთელის სიმულიანტობამ “ქალაქელთა” კიპერი ჯო ჰარტი ძალიან გააბრაზა.

გაბრაზებულმა კომპანიმ კედელს ფეხი დაარტყა

15 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (0:2), 10 წუთზე, “ქალაქელთა” მცველი კომპანი მოედნიდან გააძევეს, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა.

“ჰალ სიტის” ფეხბურთელმა გოლის გატანა თმის შეჭრით აღნიშნა

28 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ფულჰემი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი ტომ ჰადლსტოუნმაც გაიტანა, რომელმაც გოლი თმის შეჭრით აღნიშნა.

ძელთან შეჯახების შემდეგ დასისხლიანებული ფეხბურთელი

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, მასპინძელთა მცველი, ალექს ბრიუსი კარის ძელს შეეჯახა, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.