ბრანდაოს ხუთთვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა (ვიდეო)

საფრანგეთის სასამართლომ “ბასტიას” თავდამსხმელის, ბრანდაოს აპელაცია დააკმაყოფილა და 35 წლის ფეხბურთელს სასჯელი შეუცვალა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში ბრანდაოს “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ტიაგო მოტასთან მომხდარი ინციდენტის გამო ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა და ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

“ლეკიპის” ცნობით, სასამართლომ ბრანდაოს საჩივარი დააკმაყოფილა და მას ხუთთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, ხოლო ჯარიმა ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა, რის შედეგადაც იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა. დარტყმის შემდეგ “ბასტიას” თავდამსხმელმა თავს გაქცევით უშველა.

ბრანდაომ გუშინ მხოლოდ ტიაგო მოტა როდი იმსხვერპლა

როგორც გუშინ გაუწყეთ, უსიამოვნო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ჩემპიოანტის II ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთადერთი რამ არ ყოფილა, რაც გუშინ ბრანდაომ დააშავა.”პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ “ბასტიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბრანდაომ პარიზელთა მცველ გრეგორი ვან დერ ვილს ზურგში მუხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვან დერ ვილს წელის მალა აქვს გატეხილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება 26 წლის ფეხბურთელი მოედანს.