პარიზის სასამართლომ „ბასტიას“ თავდამსხმელის ბრანდაოს ექვსთვიან დისკვალიფიკაციას კიდევ ერთთვიანი პატიმრობა დაუმატა.
აგვისტოში ბრანდაო დიდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც პსჟ-სთან ანგარიშთ 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ გასახდელში მეტოქე გუნდის ნახევარმცველს ტიაგო მოტას ჩაარტყა. ბრანდაო მოტას მოსვლას ელოდებოდა, რის შემდეგაც მას ჩაარტყა, ხოლო შემდეგ გასახდელში გაიქცა. ამ დარტყმის შედეგად მოტას ცხვრილის მოტეხილობა აღმოუჩინეს. თავად ბრანდაომ მოგვიანებით გულშემატკვირებსა და თავის კლუბს მომხდარის გამო მოუბოდიშა.
აქამდე საფრანგეთის ლიგა 1-ს სადისციპლინო კომიტეტმა ბრანდაო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
აქვე კიდევ ერთხელ გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეოს.