ვან დერ ვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

ცოტა ხნის წინ პსჟ-ს ჰოლანდიელმა მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა განაცხადა, რომ კლუბს მისი გაშვება სურს.

თუმცა, გაზეთ „Lequipe“-ს თუ დავუჯერებთ, ფეხბურთელმა კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკაბვირებით წინადადება მიიღოა. მართალია, დარჩენის შემთხვევაში, ვან დერ ვილის ხელფასი არ გაიზრდება.

27 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ს განვლილ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 შედეგიანი პასია.

ვან დერ ვილი: „პსჟ-ს ჩემი მოშორება სურს“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი გრეგორი ვან დერ ვილი პარიზული კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა. ჰოლანდიელი მოთამაშისადმი ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რომა“ იჩენენ.

„მე პსჟ-ში დარჩენა მსურს, თუმცა კლუბს ჩემი გაშვება უნდა. ყველაფერი მარტივია“, – განუცხადა ვან დერ ვილმა „Le Parisien“-ს.

ჰოლანდიელის შეძენის მთავარ კანდიდატად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითვლება. ივნისში მანჩესტერელები ფრანგებს ათ მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ მაშინ პსჟ-მ მისი გაშვება არ ისურვა, რის შესახებაც „Bleacher Report“-ი წერს. ივლისის დასაწყისში ვან დერ ვილი „რომას“ დირექტორ ვალტერ საბატინის შეხვდა. „ჯალოროსის“ „აიაქსის“ ექს-ფეხბურთელის შეძენის იმედი ჯარ არ დაუკარგავთ.

“პსჟ”-ს “მანჩესტერის” დაცვის ხაზის გაძლიერება სურს

გრეგორი ვან დერ ვილი შესაძლოა, ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “პსჟ”-მ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰოლანდიელი მცველი, გრეგორი ვან დერ ვილი შესთავაზა.

პარიზელები მზად არიან შეელიონ 27 წლის მცველს, შვიდ მილიონ ფუნტად, თუ “ბარსელონადან” დანი ალვეშის გაფორმებას მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ ვან დერ ვილით “რომაც” ინტერესდება.

გასულ სეზონში, ჰოლანდიელმა უკანახაზელმა ლიგა 1-ში 25 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა ოთხი საგოლე გადაცემა.

ვან დერ ვილი: “საუკეთესო ფორმაში არ ვართ”

პსჟ-ს მცველმა გრეგორი ვან დერ ვილა “მონპელიესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

“მატჩის მოგება გვსურდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ქულები დავკარგეთ.

გვიჭირს, საუკეთესო ფორმაში არ ვართ. ამიტომ, ახლა ჩვენთვის ყველა მატჩი რთულია. მეტი მუშაობა გვჭირდება და კარგი თამაში შედეგს აუცილებლად მოიტანს” – თვლის ვან დერ ვილი.

ბრანდაომ გუშინ მხოლოდ ტიაგო მოტა როდი იმსხვერპლა

როგორც გუშინ გაუწყეთ, უსიამოვნო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ჩემპიოანტის II ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთადერთი რამ არ ყოფილა, რაც გუშინ ბრანდაომ დააშავა.”პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ “ბასტიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბრანდაომ პარიზელთა მცველ გრეგორი ვან დერ ვილს ზურგში მუხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვან დერ ვილს წელის მალა აქვს გატეხილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება 26 წლის ფეხბურთელი მოედანს.