სპორტული პორტალი Fanebi.com-ი თავის მომხმარებლებს სხვადასხვა კონკურესებით ანებივრებს, დღეიდან კი კიდევ ერთ საინტერესო პროექტს სთავაზობს. შეიქმნა 200-ლარიანი ფონდი, რომელიც ჩვენი პორტალის იმ მომხმარებლებზე თანაბრად გადანაწილდება, რომლებსაც 2014 წლის 31 იანვრის 00:00 საათისთვის „ვეტერანი“ ან მასზე მაღალი “სტატუსი” ექნებათ. Fanebi.com-ზე დარეგსტრირებული მომხმარებელი თავდაპირველად იღებს სტატუსს – „დამწყები“, გარკვეული რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ენიჭება სტატუსი – „მოყვარული“, შემდეგ „ვარსკვლავი“,შემდეგ „ვეტერანი“ და ა.შ. რეალურად აქტიურ მომხმარებელს მალე შეუძლია „ვეტერანის“ სტატუსის მოპოვება. ამისთვის საჭიროა:
ვირტუალურად უნდა დაესწროთ Fanebi.com-ზე გამოყოფილ მატჩებს;
საიტზე არსებული მატჩების გვერდზე უგულშემატკივროთ რომელიმე გუნდს;
გამოიცნოთ საფეხბურთო შეხვედრების შედეგები;
გააკეთოთ კომენტარები სიახლეებზე და მატჩების გვერდებზე;
სურვილის შემთხვევაში, გამოაგზავნოთ სტატიები.
უცენზურო და განმეორებითი სახის კომენტარის ან მოპარული სტატიის აღმოჩენის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, პირს დავაკისროთ საჯარიმო ქულები.
ცნობისთვის, დღესდღეობით სტატუსი „ვეტერანი“ პორტალის ორ მომხმარებელს აქვს მინიჭებული. შესაბამისად, თუ პროექტის ბოლო დღემდე აღნიშნული სტატუსის მქონე მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზრდება, თანხა ორ პირს შორის თანაბრად განაწილდება 100-100 ლარის ოდენობით. თანხა Europe-bet-ის ანგარიშზე დაირიცხება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ Fanebi.com-ზე დარეგისტრირებულმა მოხმარებლებმა თავიანთ პროფილში Europe-bet-ის ანგარიშის ნომერი მიუთითონ. თუ 5 თებერვლამდე სტატუს „ვეტერანის“ ან მასზე მაღლა მდგომი სტატუსის მქონე მომხმარებელს თავის პროფილში აღნიშნული ნომერი არ ექნება მითითებული, თანხა არ დაერიცხება.
ასე რომ, იაქტიურეთ და მიიღეთ თანხა Fanebi.com-ისგან.
Fanebi.Com – მხოლოდ ნამდვილი ფანებისთვის