რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ლეონიდ სლუცკისთან და “რუბინის” სპორტულ დირექტორთან საუბრისას მითხრეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში სათამაშოდ წასასვლელად კიდევ ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სჭირდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხვიჩას თაობაზე ხუთმა კლუბმა მომმართა: “ტორინო”, “სასუოლო”, “ზალცბურგი”, “გენტი” და “უდინეზე”.

“რუბინმა” ცოტა ხნის წინ შეკრა კარგი გუნდი. ახლა ყაზანელები კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ არიან და მისი გაყიდვა რომც უნდოდეთ, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში. ალექსეი მირანჩუკი ჭკვიანი ბიჭია. მან აქ ჩემპიონატი და თასი მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა “ატალანტაში”.

მინდა, რომ ხვიჩამ ხუთ წელიწადში მადრიდის “რეალში” ითამაშოს. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ ითამაშებს “რეალში” ან “ბაიერნში”. ბავარიელებს მისი დამატება ისედაც უნდოდათ, ხვიჩა მიუნხენში იყო, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა, იქაურობა დაათვალიერებინეს. გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არ აიყვანეს. მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო. თქვეს, კიდევ ექვსი თვე შევხედავთო და საბოლოოდ, ასე ჩაიშალა. მე არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ ვიცი, რომ კვარაცხელია ასეთ კლუბში ითამაშებს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც “რეალში” გადავა. ეს შეიძლება იყოს “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მჯერა, რომ მსგავს გუნდში ითამაშებს. ასეთ კლუბში გადასვლა ახლავე რომ შეეძლოს, დღესვე გავუშვებდით. მისი “ჯენოაში” და “უდინეზეში” კი არა, “ჩელსიში”, “ინტერში”, “ბაიერნში”, “რეალში” და მსგავსი დონის კლუბებში გაყიდვა გვინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ ტრავმა არ მიიღო და ასეთ გუნდში აუცილებლად მოხვდება”, – აღნიშნა მამუკა ჯუღელმა.

რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ გერმანიის ნაკრები

დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას უმასპინძლებს. რასაკვირველია, შეხვედრა საქართველოსა და მის გარეთ დიდ ინტერესს იწვევს. როგორც წინა წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან თამაშის წინ მოლოდინი განსაკუთრებულია.

Fanebi.com-ი იმ ხუთ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც დღეს სენსაცია გამორიცხული არ არის.

1. კახა ცხადაძის პირველი ოფიციალური მატჩი

მალტის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კახა ცხადაძეს პირველი ოფიციალური შეხვედრა ელის. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ნაკრების ახალმა დამრიგებელმა თავიდანვე საინტერესო წყობა 3-5-2 აირჩია, რომელიც მეორე ნახევარში შეცვალა. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი სქემით საქართველოს ნაკრების თამაში ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი, მსოფლიო ჩემპიონთან ასე თამაშს ნაკლებად დადებითი ეფექტი უნდა ჰქონდეს და მეორეც, ჩვენი ნაკრები ასეთი სქემით გამოსვლის გამოცდილებით ვერ გამოირჩევა.

ზოგადად, კახა ცხადაძის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას საზოგადოებისა და გულშემტკივრების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც ისინი სხვა სპეციალისტის მოწვევის იმედით ასაბუთებდნენ და იმასაც აღნიშნავდნენ, რომ კახას მსგავს მდგომარეობაში მყოფი ნაკრების შედეგების გაუმჯობესება გაუჭირდება. ასეთი წნეხის ქვეშ გერმანიის ნაკრების დონის გუნდთან დებიუტი ადვილი არ არის, ასე რომ, ჩვენი ნაკრების დამრიგებელს, წინა სპეცილისტებთან შედარებით, ორმაგი ტვირთი აქვს. ამავდროულად, სწორი დარიგებებით, სქემითა და გეგმით ცხადაძეს კრიტიკოსთა გაჩუმების შანსი აქვს, რამეთუ ფეხბურთში თავდადება ძვირად ფასობს.

კახა ცხადაძე_097667

2. ნაკრებში დაბრუნებული ფეხბურთელები

მალტასთან მატჩის წინ ცხადაძემ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ნაკრებში რამდენიმე ფებურთელი დააბრუნა, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, ლევან ყენია უნდა აღვნიშნოთ. ლევანის ტრავმებზე ისედაც ყველასთვის ნაცნობი საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის კარიერაში პრაღის „სლავიაში“ გადასვლის შემდეგ კარგი ეტაპი დაიწყო, რაც ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ლევანის კარგი თამაში და მის მიმართ ნდობა ცხადაძემ მალტასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.

ასეთმა კარგი პერიოდმა, შესაძლოა, ყენია პოტენციალის სრულ გამოყენებაში ხელი შეუწყოს და უახლოეს მომავალში სწორედ ისეთი ლევანი ვიხილოთ, რომლის ნახვის სურვილი ბოლო წლებში გვაქვს.

ლევან ყენია_98693456

3. ორმაგი მოტივაცია

წინა წლებმა აჩვენეს, რომ დიდ გუნდებთან წარმატებულად თამაში ფეხბურთელების განწყობაზე და მათ კარიერულ წინსვლაზეც გარკვეული დოზით მოქმედებს. ასე, ესპანეთთან ანგარიშით 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ გიორგი ლორიას იმდენად აქებდნენ, რომ ბოლოს მისი საზღვარგარეთ გადასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა იყოს, თავდადებული თამაში კი – მომავალი თაობისთვის სამაგალითო.

გიორგი ლორია_97646

4. ღვთის იღბალი

დიახ, ღვთის იღბალი… მორწმუნე ხალხის ნაწილი ამბობს, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა… ვინ იცის, იქნებ, ღმერთი და იღბალი ჩვენთან ერთად არიან? იღბალს რომ ვუყვარვართ მალტასთან მატჩის პირველი ნანატრი გოლის ეპიზოდში ძალიან კარგად დადასტურდა… თუმცა, ქართულ საზოგადოებას პასუხი ამაზეც ექნება – იტყვიან, ბოლო-ბოლო ხელით მარადონასაც გაუტანიაო, დიეგო არმანდო კი საუკეთესო იყო… იქნებ, ჩვენც საუკეთესო გუნდი გვყავს? ან ჯაბა კანკავაც საუკეთესოა? რა თქმა უნდა, ობიექტურობა კარგია, მაგრამ ყველამ გულებში ჩავიხედით… იმედია, მსაჯები, საჭიროების შემთხვევაში, დღესაც „დაგვეხმარებიან“.

არ დაგვავიწყდეს გოჩა რამაზიშვილის სიტყვებიც, რომლის ვარაუდით, საქართველოს ნაკრებში 5 დაფარული წმინდანი ითამაშებს. ვინ იცის, შესაძლოა, ეს დრო უკვე დადგა კიდეც…

1233

5. ანშლაგი

ტრადიციულად, მსოფლიოს ტოპ ნაკრებთან თამაშის წინ ანშლაგია მოსალოდნელი, რაც სავსებით ლოგიკურია. ხუთშაბათს ყველა ბილეთი უკვე გაყიდფული იყო, თუმცა, მათი ნაწილი გადამყიდველებმა შეიძინეს, რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ. გავსებული სტადიონზე თამაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის არც ისე ხშირი მოვლენაა და ესეც დამატებითი მოტივაციის მიზეზი უნდა იყოს.

ტრადიციად ისიც იქცა, რომ ასეთი შეხვედრების წინ გულშემატკივართა პატარა ნაწილი მხარს უცხოურ ნაკრებს უჭერს, რაც უმეტესობის აღშფოთებას იწვევს. ქართველ ფეხბურთელებს, შეუძლიათ, ამ მცირე ნაწილს დაუმტკიცონ, რომ მხარდაჭერას ისინიც იმსახურებენ.

keep calm

Fanebi.Com-ის ოფიციალური Android აპლიკაცია

ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა იცის, როგორ ვზრუნავთ საიტის განვითარებაზე, მომხმარებლების კომფორტზე და მათ მაქსიმალურად წახალისებაზე.

Fanebi.com-ი კიდევ ერთ საინტერესო და სასიხარულო სიახლეს გთავაზობთ.

შეიქმნა Fanebi.com-ის ოფიციალური აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისთვის. ანუ მათ, ვინც საიტზე მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით შემოდიან ხოლმე, ამიერიდან საშუალება ექნებათ, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ სპორტული სიახლეები, ნახონ ცხრილები და მიმდინარე მატჩები.

აპლიკაცია არის სრულიად უფასო და მისი ჩამოწერისთვის საჭიროა, ეწვიოთ ლინკს:

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.cyberia.fanebi&hl=ge

თუკი თქვენ გაქვთ iPhone ან სხვა iOS სისტემაზე მომუშავე აპარატურა, ჩვენ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სპეციალურ აპლიკაციას სპეციალურად ამ სისტემისთვის.

ვეცდებით, მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ამ მიმართულებით ჩვენი ვებგვერდი და მისი ფუნქციები. ამ მხრივ მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

Fanebi.Com — იყავი ნამდვილი ფანი

გახდი Fanebi.Com-ის ჟურნალისტი!

სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი იწყებს ახალ პროექტს. საიტზე სიახლეების გამშუქებლების კონკურსი ეწყობა. მონაწილეები სამი კვირის მანძილზე საიტზე თავიანთ დაწერილ პუბლიკაციებს გამოაქვეყნებენ, რის შემდეგაც მათგან საუკეთესო ჩვენს პორტალზე მუშაობას გააგრძელებს და ყოველთვიური ბონუსური სისტემით მცირე გასამრჯელო დაენიშნება. მონაწილეების მთავარი მოვალეობაა სპორტული ახალი ამბების წერა (ერთი პუბლიკაცია მინიმუმ 70 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ერთი სტატიის გამოგზავნა. მონაწილეობის მსურველთა ჩაწერა გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში (5 სექტემბრამდე). მონაწილეთა შესარჩევი სტატიები მიიღება Fanebi.Com-ის ფეისბუქის გვერდზე შეტყობინების სახით. გასათვალისწინებელია, რომ კარგი მუშაობისა და საიტის გუნდში ინტეგრაციის შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული პირის კიდევ უფრო დატვირთვა (მატჩებზე, პრესკონფერენციებზე, სპორტულ მოვლენებზე აკრედიტირება). ასე რომ, Fanebi.Com-ი გაძლევთ კარგ შანსს, დაიწყოთ სპორტული ჟურნალისტის კარიერა აქ, ჩვენს პორტალზე.

მონაწილეთა სავალდებულო მოთხოვნები:

– სპორტის კარგი ცოდნა;
– ქართული ენის კარგი ცოდნა
– უცხოური ენის ფლობა (თარგმნის უნარი);
– ოპერატიულობა;
– ყურადღებიანობა;
– პასუხისმგებლობის გრძნობა.

საუკეთესო მონაწილე შემდეგი წესით აირჩევა:

  • ყოველი კვირის ბოლოს პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო კონკურსანტი, რომლებსაც I-II-III ადგილების შესაბამისად დაეწერებათ 3, 2 და 1 ქულა.
  • ადმინისტრაციის სიმპათია – 2 ქულა (ადმინისტრაციის სიმპათია კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება და შესაბამისი ქულა დაეწერება).

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჩატარდება დამატებითი ტური, ან გამარჯვებულის ვინაობას საიტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ ჩვენი პორტალის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: Fanebi.Com-ის ფეისბუქის გვერდი

 

ვაკანსია-კონკურსი: Facebook გვერდების ადმინისტრატორი

Fanebi.com-ი იწყებს ახალ კონკურსს ფეისბუქზე ჩვენი საიტის პარტნიორი არაოფიციალური გვერდების ადმინების პოზიციაზე დასაკავებლად.

თითო-თითო კვირიანი გამოსაცდელი ვადით ავიყვანთ ოთხ-ოთხ კონკურსანტს, რომელთაგან საბოლოო ჯამში, ორი გამარჯვებული შეირჩევა. გამარჯვებულებს ჩაებარებათ 2-2 სპორტული გვერდი, რომლებზეც ყოველდღიური მუშაობა მოუწევთ. ამიტომ, სასურველია, მონაწილეს გამოცდილება ჰქონდეს და ამ საქმის სპეციფიკაშიც ერკვეოდეს. მონაწილეები შეირჩევა მათი გამოცდილების და ცოდნის შესაბამისად.

აღნიშნული პოზიციებზე შერჩეულ მონაწილეებს ყოველთვიურად ექნებათ ბონუსის ტიპის ფულადი საჩუქარი.

მსურველები დაგვიკავშირდით Fanebi.com-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

 

სამუნდიალე კონკურსის 25-ე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით Fanebi.com-ი და Europe-bet-ი ერთობლივი პროექტ – „სამუნდიალე კონკურსს“ გთავაზობდათ, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლეოდათ. კონკურსის დასკვნით დღეს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. შეცვლილი წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის დამწერი პირველი 20 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის დასკვნითი 25-ე დღის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი? (გერმანია, არგენტინა) — გერმანია;
2) მატჩის ბედი გადაწყდება: ძირითად დროში, დამატებით დროში თუ პენალტების სერიაში? — დამატებით დროში;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: გერმანია, არგენტინა თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — გერმანია;
4) ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს? (გერმანია, არგენტინა) — გერმანია.

სამუნდიალე კონკურსის 25-ე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: გამოცნობილი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
GAGAREALI123456  4 15
LEVA_FIL 4 15
ODISHA991  4 15
JAL10  3 10
LASHIKOVSKI17   3 10
LEV  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
IGBLIANI2014  3 10
7112  3 10
M.REUS11 3 10
EVOLSN  3 10
XUCIKA  3 10
DAVIT.DATA 3 10
HANDSOME777  3 10
CACKRI  3 10
NIN_777 3 10
SURRENDER12  3 10
VALE46  3 10
MERABICHI_19  3 10
TONI-KROOS 3 10
MUSTANGI21 3 10  

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებლებმა, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდონ. მათ პინ-კოდის მოსაწოდებლად დრო ეძლევათ 17:30 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

სამუნდიალე კონკურსი (გერმანია — არგენტინა)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა დასკვნითი 25-ე საკონკურსო დღის კითხვები, რომელიც გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

წესებში ცვლილებაა: გაიზარდა საპრიზო ადგილების რაოდენობა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 20 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: გერმანია — არგენტინა

 

სამუნდიალე კონკურსის 24-ე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. შეცვლილი წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის დამწერი პირველი 20 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის 24-ე დღის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი მოიგებს მატჩს? (ბრაზილია, ჰოლანდია) — ჰოლანდია;
2) ვინ გააკეთებს პირველ ცვლილებას? (ბრაზილია, ჰოლანდია) — ბრაზილია;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: ბრაზილია, ჰოლანდია თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — ჰოლანდია;
4) ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს? (ბრაზილია, ჰოლანდია) — ბრაზილია.

სამუნდიალე კონკურსის 24-ე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: გამოცნობილი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
MISHUTKA  4 15
JASHI  4 15
TORNIKE95  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
QERQADZE90  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
WRIPAGIO  4 15
ZEDBED  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
TBILISI07  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
MATE04  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
INTERIUKVDAVIA  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
SAFOO95  4 15
NIKAKEKE  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
XUCIKA  4 15
BET BET 4 15
BORANI  4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
BABAAN  4 15
STRIKER  4 15
ISMAIL  4 15
DITO27  4 15
LAIKON  4 15
VANIKO25  4 15

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებლებმა, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდონ. მათ პინ-კოდის მოსაწოდებლად დრო ეძლევათ 15:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

სამუნდიალე კონკურსი (ბრაზილია — ჰოლანდია)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა 24-ე საკონკურსო დღის კითხვები, რომელიც ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

წესებში ცვლილებაა: გაიზარდა საპრიზო ადგილების რაოდენობა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 20 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ბრაზილია — ჰოლანდია

 

სამუნდიალე კონკურსის 23-ე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის 23-ე დღის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გავა ფინალში? (ჰოლანდია, არგენტინა) — არგენტინა;
2) ვინ გააკეთებს პირველ ცვლილებას? (ჰოლანდია, არგენტინა) — ჰოლანდია;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: ჰოლანდია, არგენტინა თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არ იქნება გოლი;
4) ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს? (ჰოლანდია, არგენტინა) — ჰოლანდია.

სამუნდიალე კონკურსის 23-ე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
JACKALSON  4 15
TORNIKE.567 4 15
GIA CHICHINADZE 4 15
MUSTANGI  4 15
7112  3 10
AJAX  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
EDIBAIEDI  3 10
QERQADZE90  3 10
TAV_BU  3 10
ZIBRI  3 10

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებელმა, რომელსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდოს. სხვა შემთხვევაში, მის ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.