“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

ეროვნული ლიგის მე-16 ტური: პრევიუ

დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტური. Fanebi.Com-ი ამ ტურის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 22 ივნისი, 18:00

“მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “კოლხეთს” მიიღებს. ეს იქნება ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კლუბების დაპირისპირება. “რკინიგზელებმა” ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ მოიგეს. მას შემდეგ “საბურთალოსთან” ფრე, 1:1 ითამაშეს და “სიონთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. ამ გუნდს ახლა 15 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, მეგრელებს ბოლო სამი თამაშია, არ მოუგიათ. ისინი 14 ქულით მერვე საფეხურზე არიან.

რუსთავის “რუსთავი” – გორის “დილა”

დასაწყისი: 22 ივნისი, 21:00

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება, “რუსთავისა” და “დილას” დაპირისპირებაა. იგი “მიხეილ მესხზე” გაიმართება. რუსთაველებს ბოლო ოთხ თამაშში ორი წაგება და ორი ფრე აქვთ. ამჟამად ისინი 16 ქულით მეექვსე ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, ეს გუნდი წინ მიიწევს: ბოლო ორი მატჩი მოგო და ახლა მეორე ადგილზეა. ის მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება “დინამოს”.

სამტრედიის “სამტრედია” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 23 ივნისი, 18:00

უკვე ხვალ, ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “ჩიხურას” დაუპირისპირდება. მასპინძლის სტატუსის მქონენი ცხრა ქულით მეათე ადგილზე არიან. მათ ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი წაგება იწვნიეს და ერთი ფრეც გააგორეს. “ჩიხურამ” კი გასულ ტურში “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ახლა 25 ქულით მეოთხეა.

თბილისის “დინამო” – ბოლნისის “სიონი”

დასაწყისი: 23 ივნისი, 20:00

ხვალ “დინამო” საკუთარ მოედანზე “სიონს” მიიღებს. დედაქალაქელებმა უშუალო მეტოქესთან, “საბურთალოსთან” ბოლო მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგეს და მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. სამაგიეროდ “სიონმა” მოიგო. მან სამი ქულა “ლოკოსთან” მოიპოვა. იგი 13 ქულით მეცხრეა და ოთხით უსწრებს “სამტრედიას”.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 23 ივნისი, 21:00

ტურის ცენტარლური მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” შედგება. “ტორპედომ”, როგორც ვთქვით, “ჩიხურასთან” ვერცერთი ქულა ვერ აიღო. ახლა ის 21 ქულით მეხუთეა. ხოლო, “საბურთალომ” კი, “დინამო” დაამარცხა და პირველ ადგილზე მყარადაა.

ეროვნული ლიგის პრომო (ვიდეო)

ხვალ საქართველოს ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშება იწყება. წარმოგიდგენთ ლიგის ახალი სეზონის პრომოს.