იარმოლენკომ მისი “დორტმუნდში” ტრანსფერი უარყო

კიევის “დინამოს” კაპიტანმა ანდრეი იარმოლენკომ მისი დორტმუნდის “ბორუსიაში” ტრანსფერი უარყო.

“დორტმუნდში” გადავდივარ? არ დაიჯეროთ. მე “დინამოში” ვრჩები”, – აღნიშნა იარმოლენკომ.

უკრაინულ პრესაში დაიწერა, რომ მხარეებმა აღნიშნულ ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბორუსია” 27 წლის გარემარბის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის. გერმანულ კლუბში ანდრეი იარმოლენკოს “ბარსელონაში” გადაბარგებულ უსმან დემბელეს შემცვლელად მოიაზრებენ.

“დორტმუნდი” და კიევის “დინამო” იარმოლენკოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

დორტმუნდის “ბორუსიამ” და კიევის “დინამომ” ანდრეი იარმოლენკოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად და პირადი კონტრაქტის დეტალებზე შესათანხმებლად გერმანიაში გაემგზავრა.

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბორუსია” 27 წლის გარემარბის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის. გერმანულ კლუბში ანდრეი იარმოლენკოს “ბარსელონაში” გადაბარგებულ უსმან დემბელეს შემცვლელად მოიაზრებენ.

ანდრეი იარმოლენკო კიევის “დინამოს” პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. ის უკრაინული გუნდის კაპიტანია.

მოურინიო უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო (ფოტო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (0:1) ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაესწრო. პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

უცნობია უკრაინაში მოურინიოს ვიზიტის მიზანი, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტის ცნობით, პორტუგალიელი მწვრთნელი კიევის “დინამოს” ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს დააკვირდა, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა.

Mourinho