თურქეთსა და ყაზახეთს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, რომელიც „გალათასარაის“ სტადიონზე ჩატარდა, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
როდესაც გუნდები მოედანზე სავარჯიშოდ გავიდნენ, „გალათასარაის“ ფანებმა თავისი ქგვეყნის ნაკრების მეკარეს 33 წლის ვოლკან დემირელს შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, დემირელი „გალათასარაის“ მთავარი მტერის „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავს. შემდგომ, ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილებისთვის ვოლკანმა თამაში იუარა, ამ მატჩში მის ნაცვლად „ისტანბულის“ მეკარემ ვოლკან ბაბაჯანმა ითამაშა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებისთვის პირველი გამოდგა.