კაკაბაძის “ხიმნასტიკმა” “ლეონესა” დაამარცხა და სეგუნდა დივიზიონში დარჩენის შანსი უფრო გაზარდა

სეგუნდა დივიზიონის მეორმოცე ტურის მატჩში “ხიმნასტიკმა” საკუთარ მოედანზე “ლეონესა” მიიღო.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოვიდა. პირველ ნახევარში მასპინძლები ანგარიშით, 0-2-ს აგებდნენ, თუმცა “ნასტიკმა” მეტოქეს მეორე ტაიმში ზედიზედ ხუთ გოლი გაუტანა. მან მატჩის მიწურულ გაუშვა ერთი გოლი. საბოლოოდ – 5-3. ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ გამარჯვებული გუნდის რიგებში მთელი თამაში ჩაატარა, მან 51-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ “ხიმნასტიკმა” 46 ქულა დააგროვა (მე-16 ადგილი) და ოთხი ქულით გაუსწრო გასავარდნ ზონაში (მე-19 ადგილი) მყოფ “კორდობას”. თუმცა, ამ უაკანსკნელს მეორმოცე ტურის დაპირისპირება ჯერ არ ჩაუტარებია.

“კორდობამ” ჯუკიჩი გაათავისუფლა

“კორდობას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მიროსლავ ჯუკიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

სერბმა სპეციალისტმა პრიმერას დებიუტანტი მერვე ტურის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა გუნდის გასავარდნი ზონიდან ამოყვანა ვერ შეძლო.

ამჟამად “კორდობა” 18 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა და მე-17 საფეხურს 7 ქულით ჩამორჩება.

უახლოესი მატჩისთვის გუნდს ჯუკიჩის ერთ-ერთი თანაშემწე, ხოსე ანტონიო რომერა მოამზადებს.

“კორდობას” ნახევარმცველმა სეზონის “საუკეთესო ავტოგოლი” გაიტანა (ვიდეო)

ესპანურმა “კორდობამ” უკანასკნელი 7 შეხვედრა წააგო. აქედან 6 მატჩში კორდობელებმა მინიმალური სხვაბით დათმეს.

გასულ ტურში “კორდობა” “ხეტაფეს” მასპინძლობდა და 87-ე წუთამდე იგებდა კიდეც, სანამ მასპინძელთა ნახევარმცველმა ფედე ვიკომ საკუთარ კარში ულამაზესი გოლი არ გაიტანა. მატჩის უკანასკნელ წუთზე კი “კორდობამ” კიდეც ერთი გოლი გაუშვა და კლვავ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

იხილეთ 3:23-დან

კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტის წინააღმდეგ (ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკომ” “რეალი” გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

TV3-ის ჟურნალისტმა სებას გუიმმა რონალდუს კითხვა “კორდობას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე დაუსვა, რამაც ფეხბურთელი გააბრაზა.

სებას გუიმი: რა თქვით მაშინ, როცა “კორდობასთან” გამართულ მატჩში გაგაძევეს და ხელი მკერდზე დაიდეთ?

კრიშტიანო რონალდუ: თქვენ დღევანდელ მატჩზე უნდა მესაუბროთ თუ მატჩზე, რომელიც სამი თვის წინ გაიმართ?

სებას გუიმი: მე მინდა, ვიცოდე, რა თქვით…

კრიშტიანო რონალდუ: რა გინდათ, რომ გითხრათ? თქვენ რომ ჭკვიანი ჟურნალისტი იყოთ, კითხვას დღევანდელ მატჩზე დამისვამდით.

კრიშტიანო რონალდუ: თქვენ უინტელექტო ჟურნალისტი ბრძანდებით.

კრიშტიანო რონალდუმ “კორდობასთან” გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

24 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “კორდობასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (1:2) კრიშტიანო რონალდუმ არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო.

B8IR8ehCAAAmG49

რონალდუს გაძევების მიუხედავად, „რეალი“ „კორდობასთან“ ფრეს გადაურჩა

„კორდობასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის გასვლითი მატჩი მადრიდის „რეალისთვის“ საკმაოდ რთული გამოდგა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. უკვე მესამე წუთზე სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რისთვისაც „რეალის“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ნაბილ გილასი მივიდა, რომელმაც შანსი გამოიყენა – 1:0.

სტუმრებმა ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრეს – ხამესმა კუთხურიდან ბურთი ჩააწოდა, გარეთ ბეილმა კი თავით ბურთი მეკარის მოედნისკენ ჩააწოდა, საიდანაც გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. 82-ე წუთზე მეტოქის ფეხში ჩარტყმისთვის კრიშტიანუ რონალდუმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ხუთ წუთში გუნდთა შემადგენლობა კვლავ გათანაბრდა. ბეილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ფედერიკო კარტაბიას ბურთი ხელზე მოხვდა, რისთვისაც მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თავად ბეილი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა.

ამრიგად, „რეალმა“ 48 ქულა დააგროვა და პრიმერას პირველ ადგილზე დარჩა.

მესიმ “კორდობას” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

20 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონასა” და “კორდობას” შორის გამართულ მატჩში ლიონელ მესიმ მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.



რეალი – კორდობა 2:0

პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ბენზემას და რონალდუს გოლებით “კორდობა” დაამარცხა.