ალვარო მორატას ტრანსფერს კრიშტიანუ რონალდუ აფერხებს

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ერთადერთი ფაქტორი, რაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ალვარო მორატას ტრანსფერს აფერხებს კრიშტიანუ რონალდუს გაურკვეველი მომავალია.

წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი უკვე შეეგუა იმ ამბავს, რომ მორატას “ოლდ ტრაფორდზე” სურს საკუთარი კარიერის გაგრძელება, მაგრამ ინგლისელები საბოლოო ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ.

საქმე ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთში არსებული ვითარებით უკმაყოფილო ჩანს და კლუბის დატოვებას აპირებს. რონალდუს გადაბირების შემთხვევაში კი, “წითელი ეშმაკების” რიგებში მორატას ადგილი აღარ იქნება.

ტრავმის საშიშროება: რონალდუმ ვარჯიში დროზე ადრე შეწყვიყა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა, რისი მიზეზიც მცირე ტრავმა გახლავთ.

როგორც იცით, “ბლანკოსის” ფეხბურთელები “სან სიროზე” გასამართი ფინალისთვის ემზადებიან. ამ ვარჯიშის დროს რონალდუ კიკო კასილიას შეეჯახა. სანამ ფეხზე წამოდგებოდა და მოედანს დატოვებდა, მან მცირე დრო მოედანზეც გაატარა.

daa

GettyImages-516713184

თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერია: “ისეთი არაფერია. რამოდენიმე დღე და ყველაფერი კარგად იქნება.”

კროოსი: “რონალდუს გარეშე თამაში ყოველთვის რთულია”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა აღნიშნა, რომ მადრიდული გრანდის ფეხბურთელებს რონალდუს გარეშე თამაში გაუჭირდათ. შეგახსენებთ, რომ საუბარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს ეხება, სადაც “ბლანკოსი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირირისპირდა (0-0).

“არ მიყვარს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებსაც არ უთამაშიათ, მირჩევნია იმათზე ვისაუბრო, რომლებმაც ითამაშეს. რონალდუ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. რა თქმა უნდა, მის გარეშე თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც “ვოლფსბურგთან” გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ასეთი თამაშით ფინალის საგზურს მოვიპოვებთ.” – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

კატალონიური პრესა: რონალდომ “პარის სენ-ჟერმენთან” ყველაფერი შეათანხმა

კატალონიური Mundo Deportivo გვატყობინებს, რომ კრიშტიანო რონალდუმ “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

თუმცა, პორტუგალიელი ვარსკვლავი ლიგა 1-ის გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ “რეალთან” ახალ კონტრაქტს ვერ შეათანხმებს. “ბლანკოსის” ხელმძღვანელებს კვლავ სურთ ფორვარდის შენარჩუნება, თუმცა ჯერჯერობით მასთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

რაც შეეხება პარიზულ გრანდს, საფრანგეთის ჩემპიონის რიგებს ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტოვებს, ლორან ბლანი კი შვედის ჩამნაცვლებლად რონალდუს მოყვანას ითხოვს.

ტიერი ანრი: “სიტი” რონალდუს გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს”

ტიერი ანრიმ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ რონალდუსთან ფრთხილი თამაში მართებთ. “არსენალისა” და არა მარტო “არსენალის” ლეგენდამ, ეს განცხადება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე გააკეთა.

“მანჩესტერ სიტიმ” ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კრიშტიანო რონალდუს ნაბიჯიც არ გადაადგმევინონ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

მაგრამ, თუ ის უეცრად გადაწყვეტს 40 იარდის (36.58 მ.) გარბენას, მაშინ მის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გახდება. მცველებს მხოლოდ იმის თქმა შეეძლებათ, ‘ყოჩაღ, კარგი იყოო’.

რადგანაც სწორედ ეს არის ის, რის გამოც რონალდუ ასეთი ძლიერია – ამის გამო მოახერხა მან 7 სეზონში წარმოუდგენელი შედეგის დადება – 360 გოლის გატანა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ “სიტი” რონალდუს გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს. მადრიდელებს გაცილებით ბევრი, მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს თითოეულ პოზიციაზე.”

პელეგრინი: “ყველას უნდა რონალდუ”

მანუელ პელეგრინი თვლის, რომ კრიშტიანო რონალდო სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის დამატებაზეც არც ერთი კლუბი არ იტყოდა უარს. ეს განცხადება ჩილელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე გააკეთა.

როცა Marca-ს ჟურნალისტმა “სიტის” ბოსს ჰკითხა, თუ მადრიდელთა რომელი ფეხბურთელის დამატებას ისურვებდა თავის გუნდში, მან განაცხადა: “კრიშტიანო როანლდუ, ყველანაირი ეჭვის გარეშე. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და მატჩის ბედის გადაწყვეტაც საკმაოდ ადვილად შეუძლია.

რამდენიც არ უნდა გააკრიტიკოთ, ის მაინც ნამდვილი პროფესიონალი და ჩემპიონია. ყველას უნდა, რომ რონალდუ მათ მხარეს იყოს.” – განაცხადა პელეგრინიმ, რომელიც ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

Sport: რონალდუს შეძენა 60 მილიონად იქნება შესაძლებელი, “რეალს” კი კიდევ 9 ფეხბურთელი დატოვებს

Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინო პერესი მზადაა ზაფხულში გუნდიდან 10 ფეხბურთელი გაუშვას, მათ შორის ლიდერებიც.

წყაროს ცნობით, საუბარი ეხება კრიშტიანო რონალდოსა და სერხიო რამოსსაც, რომლებმაც უკვე მოითხოვეს სატრანსფერო ფანჯარაზე გასვლა. პორტუგალიელის შეძენა კლუბებს 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ, რამოსის კი – 20-25 მლნ. ევროდ.

აღნიშნულ სიაში მოხვდა ხამეს როდრიგესიც, ისევე როგორც მისი უშუალო კონკურენტი – ისკო. პერესის აზრით ვერც კროოსი ვერ გამოიყურება სათანადოდ, ამიტომაც შესაძლოა ის უკან, ბუნდესლიგაში გაუშვან.

კლუბის დატოვება მოუწევს პეპესა და ალვარო არბეოლასაც, ისევე როგორც კაზემიროს, ხესესა და დანილოსაც, რომელიც გასულ ზაფხულს შეუერთდა “ბლანკოსს”.

რონალდუ: “მე ვარ საუკეთესო, მე ვარ ლეგენდა”

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და ამის თქმას არც ერიდება.

“არ მჭირდება იმის თქმა, რომ ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევედი. მე ვარ ლეგენდა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.

კიდევ უფრო გაუმჯობესება რთულია.

ჩემი აზრით, მე ვარ ყოველთვის საუკეთესო. არ მადარდებს, რას ფიქრობს და ამბობს ხალხი. ჩემი აზრით, არამხოლოდ წელს, არამედ ყოველთვის მე ვიყავი საუკეთესო.

პატივს ვცემ სხვების აზრს. შესაძლოა, თვლიდეთ, რომ მესი ჩემზე უკეთესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მას ვჯობივარ”, – რონალდუს ეს კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 314 მატჩში 326 გოლი გაიტანა.

 

კრიშტიანო რონალდუმ ინტერვიუ ჩაშალა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ CNN-თან ინტერვიუ მას შემდეგ ჩაშალა, რაც ჟურნალისტმა მას ფიფასა და ყატარში ჩასატარებელ მუნდიალზე ჰკითხა.

“ფიფასა და ყატარს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. ფიფაზე საუბარს არ ვაპირებ”, – თქვა რონალდუმ.

რა გააკეთა კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის დაწყების წინ (ფოტო)

როგორც იცით, 24 ივლისს, მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით 4:1 დააამრცხა.

მატჩის დაწყების წინ, ჩვეულებრივ, მადრიდელებმა გუნდური ფოტო გადაიღეს. ფოტოს გადაღების მომენტში კრიშტიანო რონალდუ ცდილობდა, რომ თანაგუნდელებზე მაღალი გამოჩენილიყო.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პორტუგალიელი ფეხბურთელი ასე იქცევა.

11796381_547586178343_3819299890869873029_n

რონალდუს რეაქცია, როცა ბეილმა მას პასი არ მისცა (ვიდეო)

18 ივლისს, “რომასა” და მადრიდის “რეალს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა კრიშტიანო რონალდუს, როცა გარეტ ბეილმა მას პასი არ გაუკეთა.

კრიშტიანო რონალდუმ გატანილი გოლი ქართველ გოგონას მიუძღვნა (ვიდეო)

როგორც იცით, 13 ივნისს, სომხეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალიის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა. პორტუგალიელთა მხირდან, სამივე გოლი მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.

მოგეხსენებათ, სომხეთში გამგზავრებამდე, პორტუგალიელები რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ვარჯიშობდნენ.

8 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საკმაოდ საინტერესო რამ თქვა.