“დიჟონის” პასუხი რაბიოს: “მადლობა ასე გადაგვიხადეს!”

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე “დიჟონი” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს სიტყვებს გამეოხმაურა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა “დიჟონი” “რეალთან” შედარებით დაამცირა – “დიჟონთან” 8 გოლის გატანა ადვილია, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია.”

“დიჟონი” რაბიოს კომენტარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მატჩს თვითდაჯერებული შეხვედროდა და მათ მადლობა ასე გადაგვიხადეს!”

რაბიო: “ადვილია, “დიჟონს” რვაჯერ გაუტანო, მაგრამ…”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შედგა “სანტიაგო ბერნაბეუზე”: მადრიდის “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ფრანგთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ადრიენ რაბიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“როგორც ყოველთვის, შანსები გვქონდა, თუმცა საკმარისად ზუსტები არ ვიყავით. “რეალს” ორი თუ სამი მომენტი ჰქონდა, რითაც თამაშის ბედი გადაწყდა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს შეხვედრა კარგად დავიწყეთ და კარგადაც ვუტევდით, თუმცა არასასურველად დავასრულეთ. ლიგა 1-ში “დიჟონთან” 8 გოლის გატანა ადვილია, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია. შევეცდებით, განმეორებით შეხვედრაში მეოთხედფინალის საგზური მოვიპოვოთ, მაგრამ ეს რთული იქნება” – ამბობს რაბიო.

რაბიო: “ნეიმარს უფრო მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე ჩვენ, თუმცა ეს არ მაღიზიანებს”

“პსჟ”-ს ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებსაც, თუნდაც, კლუბის გასახდელში უფრო მეტი პრივილეგიები აქვთ. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებასაც შეეხო.

“ნეიმარი ძალიან მარტივად საურთიერთობო ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია იყოს ქედმაღალი, ის ოდნავადც არ ავლენს ამ თვისებას. ვიცით, რომ მას უფრო მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე ჩვენ. იმავეს ვიტყვი კილიან მბაპეზეც, თუმცა ეს არ მაღიზიანებს. შურიანი არ ვარ და მათი წარმატება მიხარია.”

“რეალი”? მათ ტიტულის დაცვა სურთ. ამ კლუბს უფრო დიდი და დადებითი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე ჩვენ. თუმცა, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. შანსები, 50/50-ზეა,” – ამბობს რაბიო.

რაბიო რომას უახლოვდება

იტალიური პრესის ცნობით “პსჟ”-ს და “რომას” შორის რაბიო ტრანსფერთა დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე მივიდა.

პარიზელები ახალგაზრდა მოთამაშეში 15 მილიონს ითხოვენ, ხოლო “რომა” ამ ეტაპზე 12-ს იხდის.

თავად რაბიოს კარიერის გაგრძელება რომაულ კლუბში სურს.