სამი არდანიშნული პენალტი!!! არ ჩათვლილი გოლი! არ მიცემული გაფრთხილებები!!!

პირველი ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ტყიბულში, ადგილობრივ “მეშახტესთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თუმცა, როგორც ჩანს, “გაგრაში” აღნიშნულ შედეგს მხოლოდ წმინდა საფეხბურთო მიზეზებით არ ხსნიან. გაგრელებმა მატჩის შემდეგ საგანგებო განცხადებაც გაავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, ჩვენმა ფეხბურთელებმა ტყიბულში წააგეს, კვლავ მინიმალური ანგარიშით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრაში „გაგრამ“ კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც მეორე ტაიმის მიწურულს და დარტყმულიც მეკარისთვის ადვილად მოსაგერიებელი იყო. მასპინძლებს კარის აღების შანსი კიდევ ორჯერ მიეცათ, ერთხელ პირისპირ გასულ ტყიბულელს მეკარე დობორჯგინიძემ აჯობა, ხოლო მეორედ კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ, როდესაც ჯგერენაიას ბურთი აეჭრა და რომ არა მეკარის ბრწყინვალე რეაქცია, გოლიც გარდაუვალი ჩანდა.

ახლა კი უმთავრესი – ორივე გუნდს პრეტენზიები ჰქონდა მსაჯებთან, რომელსაც არაობიექტურობას ნამდვილად ვერ დავწამებთ – უბრალოდ, იმსაჯეს ისე, როგორც იცოდნენ. ცუდია, მაგრამ ფაქტია, ამგვარი მსაჯობით „შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით“.სასწრაფოდ უნდა მოახდინონ „დარჩენილი მსაჯების გადამზადება“, რომ შეცდომებისგან დაზღვეულები ვიყოთ.

პირველი ლიგაში კვალიფიციური მსაჯები უნდა დაინიშნონ და მგონი ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, არასამართლიანს არაფერს ვითხოვთ. მსაჯების სკანდალის შემდეგ, უკვე ჩვენმა გუნდმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და მგონი, ახალს არაფერს ვიტყვით – მსაჯები მაქსიმალურად ცდილობენ ყვითელი ბარათების ჩვენებისგან თავი შეიკავონ. არადა, ახლა ჩვენ დავდებთ მომენტებს განვლილი შეხვედრიდან, როდესაც მსაჯი ვალდებული იყო ყვითელი ბარათი ეჩვენებინა მეტოქე ფეხბურთელისთვის და ასე არ გააკეთა. ორჯერ მეტოქე ფეხბურთელი აშკარად!!!!!!! ხელით!!!!!! თამაშობს და პენალტი არ ინიშნება და მეორე ტაიმის მიწურულს კი მეკარე აშკარად გაშლილი ფეხით მიდის და ეჯახება გალაქტიონ მაისურაძეს და მსაჯის სასტვენი ისევ დუმს!!! უყურეთ მომენტებს და თავად დარწმუნდებით. კიდევ ერთი, პირველ ტაიმში გვერდითმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა!!! კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არა გვგონია რომ მსაჯმა ამდენი შეცდომა არაობიექტურობის გამო დაუშვა. უფრო სწორად, ამის დიდი იმედი გვაქვს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი უცოდინრობის!!! გამო მოსვლოდა…  გუნდში უკვე რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მატჩებისას დაშავდნენ, მსაჯი კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით იფარგლება.” – ნათქვამია “გაგრას” განცხადებაში.

“დინამოს” მეორე გუნდმა მეშახტეს დიდი ანგარიშით მოუგო

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩვენმა მეორე გუნდმა ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა. მატჩი მთლიანად მალხაზ ჟვანიას გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დინამოელთა გამარჯვებით- 5:1 დასრულდა.

შეხვედრის 22- ე წუთზე სტუმრებმა შედეგიანად გაითამაშეს კუთხური და ანგარიშიც გახსნეს. 30- ე წუთზე მათიაშვილმა კარგად გამოიყენა სარჯველაძის გადაცემა და სტატუს ქვო აღადგინა. ხუთ წუთში მათიაშვილმა ზუსტად ითამაშა დასწრებაზე და დინამო დაწინაურდა 2:1. მეორე ტაიმის დებიუტში 49- ე წუთზე ვაჟამ კარგად ისარგებლა მცველების შეცდომით, ჰეთ თრიქი გაიფორმა და დინამოც წინა გავიდა ანგარიშით- 3:1. რამდენიმე წუთში სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, თუმცა ტყეშელაშვილმა ორჯერ ზედიზედ ზუსტად ითამაშა და გადაარჩინა თავისი კარი. 54- ე წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ლაშხიამ დასწრებაზე ითამაშა ზუსტად და 4:1. გოგოლიძეს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია. საბოლოო წერტილი შეხვედრაში 83- ე წუთზე ქიქავამ დასვა, რომელიც შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეხუთე ბურთი გაიტანა მეშახტის კარში.

დინამო-2 5:1 მეშახტე

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ქაჯაია, ნოზაძე, ციცხვაია (მარაქველიძე 78), სამხარაძე, ქიქავა, სარიშვილი (ფირცხალავა 83), სამუშია (გოგოლიძე 57), სარჯველაძე (კობოური 83), ლაშხია (მაკასარაშვილი 60), მათიაშვილი

FCDinamo.ge