დორტმუნდის „ბორუსიამ“ მცველი დაკარგა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი ერიკ დურმი უახლოეს მატჩებში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. მუხლის ტრავმის გამო მოთამაშემ მიმდინარე სეზონის დასაწყისი გამოტოვა.

9 სექტემბერს ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, დურმი თანაგუნდელებთან ვარჯიშს ექვს კვირაში დაუბრუნდება, რის შესახებაც დორტმუნდელთა ოფიციალური ვებსაიტი წერს.

ბორუსიამ დურმს გაუხანგრძლივა

ერიკ დურმმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით 22 წლის მცველი კლუბში 2019 წლამდე დარჩება.

“ბორუსიაში შანსი მომეცა და ამით ბედნიერი ვარ. ეს გუნდი კარგ ფეხბუთელად ჩამოყალიბებაში მეხმარება. კონტრაქტის გახანგრძლივება სასიხარულო ფაქტია” – განაცხადა დურმმა.

დურმი ბორუსიაში 2012 წელს “მაინციდან” გადავიდა. გასულ სეზონში მცელმა ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა.