არ არის გამორციხული, ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო მალე ინგლისში ვიხილოთ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 34 წლის შემტევ ნახევარმცველს ინგლისის რანგით მეექვსე დივიზიონში (სამხრეთ კონფერენცია) მოასპარეზე “ბეისინგსტოკ თაუნი” იწვევს.
როგორც ერთ-ერთი ბეისინგსტოკური გაზეთი იტყობინება, კლუბის წარმომადგენლებს კონტაქტი აქვთ რონალდინიოს ძმასთან და აგენტთან, რობერტო დე ასისთან.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენი წინადადება მზადაა. ახლა, ყველაფერი რონალდინიოზეა დამოკიდებული. ის თავისუფალი აგენტია და თუ ინგლისში თამაში სურს, “ბეისინგსტოკ თაუნი” კარგი ვარიანტია”, – ამბობს კლუბის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა პირობებს თავაზობენ რონალდინიოს ინგლისელები.