როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ “კერეტაროს” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, Fanebi.Com “კერეტაროში” რონალდინიოს საუკეთესო მომენტებს გაგახსენებთ.
როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ “კერეტაროს” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, Fanebi.Com “კერეტაროში” რონალდინიოს საუკეთესო მომენტებს გაგახსენებთ.
ფრანგული „ბულონი“, რომელიც საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგაში თამაშობს, 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის რონალდინიოს შესაძენად ინტერნეტში თანხის დაგროვებას იწყებს.
კლუბი გულშემატკივრებს პირდადება, რომ ხუთ მილიონი ევროს დაგროვების შემთხვევაში, ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებს.
ამჟამად რონალდინიო მექსიკურ „კერეტაროში“ თამაშობს, რომლის დატოვებას ზაფხულში აპირებს.
1 ივნისს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტარომ” საკუთარ მოედანზე “სანტოს ლაგუნა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო რონალდინიო, რომელიც თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. გაუჩომ 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი იმისათვის მიიღო, რომ მეკარეს ბურთი ააცალა და გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, მისი ეს გოლი არ ჩაითვალა.
მექსიკურმა “კერეტარომ” “კლაუსულა” მიიღო. მატჩის 39 წუთზე, მასპინძელთა ფეხბურთელი, რიკარდო ოსორიო გააძევეს, რის გამოც მწვრთნელს რონალდინიოს გაყვანა 41 წუთზე მოუწია.
გაბრაზებული ბრაზილიელი ადგა და მოედანი პროტესტის ნიშნად შესვენებაზე დატოვა.
18 მაისს, მექსიკის ჩემპიონატში “ვერაკრუზმა” საკუთარ მოედანზე “კერეტარო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორმა რონალდინიომ, შესანიშნავი პასიც გააკეთა.
18 მაისს, მექსიკის ჩემპიონატში, “ვერაკრუზმა” საკუთარ მოედანზე “კერეტარო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
შეხვედრის 83-ე წუთზე, “კერეტაროს” ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა.
9 მაისს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტარომ” საკუთარ მოედანზე “ჩიაპასი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ “კერეტაროს” საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი 97-ე წუთზე გაიტანეს. თავი ვეტერანმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ გამოიჩინა.
19 აპრილს, მექსიკის ჩემპიონატში, “ამერიკამ” საკუთარ მოედანზე “კერეტარო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
“კერეტაროს” სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო ვეტერანი ბრაზილიელი რონალდინიო, რომელიც თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ გაუჩომ 86-ე და 92-ე წუთებზე გოლების გატანა მოახერხა.
მექსიკური “კერეტაროს” ნახევარმცველი რონალდინიო კარიერის დასრულებას არ აპირებს. 35 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მექსიკაში თამაში მოსწონს და აქედან წასვლაზე არც კი ფიქრობს.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩემი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბედნიერი ვარ და წასვლაზე არც კი ვფიქრობ. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა კიდევ ხუთი ან ექვსი წელი, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, წასვლის მიზეზი არ მაქვს. მას შემდეგ, რაც მექსიკაში ჩამოვედი, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვაპირებ, მომავალშიც ვაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამომდის”, – რონალდინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.
11 აპრილს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტაროსა” და “ტიხუანას” შორის გამართულ მატჩში (2:1), რონალდინიოს თანაგუნდელმა ორბელინ პინედამ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
11 აპრილს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტარომ” საკუთარ მოედანზე “ტიხუანა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო რონალდინიო, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ფინტი გააკეთა.
მექიკურმა “კერეტარომ” კვირას “პუებლასთან” ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ 3:3 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო იყო.