მაკგიდი: “პირველი გოლის მომენტში გაგვიმართლა”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ეიდენ მაკგიდი აცხადებს, რომ მის გუნდს პირველი გოლის მომენტში გაუმართლა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ირლანდიელთა მხრიდან ორივე გოლი მაკგიდიმ გაიტანა.

“პირველი გოლის მომენტში ცოტათი გაგვიმართლა. მაკკარტის შეეძლო თვითონვე დაერტყა, მაგრამ პასი გამიკეთა და მე გოლის გატანა მოვახერხე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი გოლი გავიტანო. შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ”, – ამბობს მაკგიდი.