უნგრეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 1972 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში უნგრეთის ნაკრებმა ნორვეგიული ბარიერი გადალახა და ფინალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. უნგრელებმა მეტოქე როგორც გასვლაზე, ასევე საშინაო შეხვედრაში დაამარცხეს, შესაბამისად, ანგარიშით 1:0 და 2:1.

უნგრეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე სულ ორჯერ უთამაშია: შორეულ 1964 და 1972 წლებში. აღსანიშნავია, რომ 1962 წლის ტურნირზე გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რვა წლის შემდეგ კი საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

უნგრეთის ნაკრებს 1986 წლის შემდეგ დიდ ტურნირზე არ უთამაშია. ამ წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. პლეი-ოფი (განმეორებითი მატჩი)
უნგრეთი — ნორვეგია 2:1 (ორი მატჩის ჯამში 3:1)

გოლები: პრიშკინი 14′, ჰენრიკსენი 83 (ა.გ.) — ჰენრიკსენი 87′.
გაფრთხილებები: ნადი 72′, ბიოდე 81′ — იოჰანსენი 11′, ფორენი 65′.
მთავარი მსაჯი: ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ნორვეგიაში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ “რუსენბორგი” გაჩემპიონდა!

ნორვეგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რუსენბორგმა” ჩემპიონის ტიტული დაიბევა. გუნდს “სტრემსგოდსეტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში საყაიმო შედეგიც აძლევდა ხელს და მართლაც, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ამრიგად, “რუსენბორგმა” ნორვეგიის ჩემპიონატი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიგო. გუნდისთვის ეს 23-ე ჩემპიონობაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნორვეგიაში ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება.

 

რობენი: “ედეგორის შესახებ ზედმეტად ბევრს საუბრობენ”

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი თვლის, რომ პრესა “სტრემსგოდსეტის” შემტევ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს ზედმეტ ყურადღებას უთმობს, რითაც ახალგაზრდა ნორვეგიელ ფეხბურთელს დიდი წნეხის ქვეშ აყენებს. ედეგორს ამა წლის 17 დეკემბერს მხოლოდ 16 წელი უსრულდება. ის უკვე თამაშობს კლუბის ძირითად შემადგენლობაში. გარდა ამისა, ედეგორი 15 წლისა და 300 დღის ასაკში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშია.

Robben

მარტინ ედეგორით უკვე დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში, იანვრიდან კი ამსტერდამის “აიაქსში” ივარჯიშებს.

“ედეგორი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 15 წლის გახლავთ. მის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ, თუმცა მისთვის უმჯობესი იქნება, მშვიდ გარემოში ფეხბურთით ტკბობის საშუალება მიეცეს. ამ ყურადღებით ედეგორი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა”, – რობენის სიტყვები sport1.de-ზე გამოქვეყნდა.

 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

ნორვეგიის ნაკრებისა და “სტრემსგოდსეტის” ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიუღია მონაწილეობა. ედეგორი ნორვეგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და ახალი რეკორდიც დამყარდა. ის გუშინ მხოლოდ 15 წლისა და 300 დღის გახლდათ.

ცნობისათვის, ნორვეგიის ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.