მეტალურგი vs დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ფოლადის სტადიონზე 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა. გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ – 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.

მწვრთნელი და მეტალურგი

გუნდის თავკაცად წინა სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ ვარლამ კილასონია მუშაობს. გასრულებული ჩემპიონატი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მეხუთე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე პირველობაზე კი ვარლამ კილასონიას გუნდი ორი ფრით და ერთი გამარჯვებით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს ქობულეთის შუქურასთან.

დინამომდე

მიმდინარე სეზონი რუსთავის მეტალურგმა ბათუმის დინამოსთან მატჩით გახსნა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ზუგდიდელებთან მეტალურგმა უგოლო ფრე ითამაშა. ასევე ფრე 1:1 საქართველოს თასზე სასკოსთან. ბოლო შეხვედრა კი მეტალურგმა გურიასთან დაასრულა ასევე ყაიმით 0:0.

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 50–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 31 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 98/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 9–ჯერ დაფიქსირდა და ცხრაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.
ბოლოჯერ კი ეს გუნდები 17 მაისს შეხვდნენ ერთმანეთს. დინამო არენაზე გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჩისკო მუნიოსმა დუბლი შეასრულა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

დინამო VS მეტალურგი – მსაჯი

რუსთავის მეტალურგისა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც რუსთავში, 11 სექტემბერს ფოლადის სტადიონზე 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. ფიფია და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ბ. ნინუა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2013 წლის 4 დეკემბერს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც დინამომ გურიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე, მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 19 აგვისტოს საქართველოს თასის პირველ ეტაპზე გამართული ლოკომოტივი 1:3 დილა გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ბედიაშვილი – ხიზანეიშვილი, კაკაშვილი, ვ. კილასონია, ექვთიმიშვილი – ხაბელაშვილი, ტორონჯაძე, ცნობილაძე, კიტეიშვილი – ქავთარაძე, სიხარულიძე

FCDinamo.Ge