კაშია: “გაბრაზებულები ვართ, შეგვეძლო, ყველაფერი პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო და გაბრაზებულიც კი არის.

“არა, დამწუხრებული კი არა, გაბრაზებულები ვართ. ჩვენ შეგვეძლო, რომ პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ასე უბრალოდ გავანიავეთ ეს სამი ქულა. მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, დამნაშავე არც მწვრთნელია და არც გულშემატკივარი.

როდესაც ასეთ დონეზე თამაშისას საგოლე მომენტებს ქმნი, აუცილებლად უნდა გამოიყენო და ასე ადვილადაც არ უნდა გაუშვა გოლები საკუთარ კარში.

დაცვაში ჩადგომა არ გვიცდია, პირველივე ტაიმში ველოდებოდით მათ შეცდომებს. მწვრთნელს უკან დახევა ნამდვილად არ დაუვალებია ჩვენთვის. მაქსიმალურად ვცდილობდით ინიციატივა ჩვენს ხელში აგვეღო, მაგრამ მეორე ტაიმში ეს უკვე გვიანი იყო,” – აცხადებს კაშია.

გურამ კაშია: “სერბეთთან თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!”

საქართველოს ნაკრები 24 მარტს სერბეთთან შეხვედრას გამართავს. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით შედგება.

აღნიშნულ დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში ისაუბრა საქართველოს ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ.

“ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ! თუ გვინდა, რომ ჯგუფში მდგომარეობა გავიუმჯობესოთ, სწორედ ამის გაკეთება მოგვიწევს. მწვრთნელის გადასაწყვეტია, როგორ მოგვამზადებს და რას დავუპირისპირებთ მეტოქეს. თამაშამდე ძალიან ცოტა დროა. დღესვე დავიწყეთ ტაქტიკური ვარჯიშები, რამაც შედეგი აუცილებლად უნდა გამოიღოს. წარმატების დიდი იმედი გვაქვს!” – განაცხადა კაშიამ.

გურამ კაშიამ “ალკმაართან” შევხედრაში ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

თავისი შეხვედრა ჩაატარა არნემის “ვიტესმაც”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ალკმაარს” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, გურამ კაშიას გუნდმა, ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

სამწუხაროდ, არნემელთა ქართველმა კაპიტანმა საკუთარ კარში 64-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა.

მატჩის მიმოხილვა

 

გურამ კაშიამ “ფეინოორდს” გაუტანა (ვიდეო)

26 იანვარს, ჰოლანდიის თასზე არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ფეინოორდი” მიიღო.

ქართველი მცველი, გურამ კაშია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. “ვიტესის” კაპიტანმა 58-ე წუთზე სტუმართა კარში გოლის გატანაც მოახერხა – კაშიამ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თავით პირველმა ითამაშა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო

გურამ კაშიამ “როდასთან” გამართულ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

6 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზიონის 26-ე ტურში, “როდამ” საკუთარ მეოდანზე “ვიტესი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არნემელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი – მათ შეუცვლელად ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ კაშიამ 91-ე წუთზე თანაგუნდელ ჟანგ იუნინგს საგოლე გადაცემა გაუკეთა, “ვიტესმა” კი გამარჯვება სწორედ ამ გოლის წყალობით მოიპოვა.

კაშია: “მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზე ვითამაშებ”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია აცხადებს, რომ მისთვის მთავარი თამაშია, ხოლო რა პოზიციაზე დააყენებს მას მთავარი მწვრთნელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ არნემელთა ქართველ კაპიტანს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, 6 თებერვალს, “ალკმაართან” გამართულ შეხვედრაში კი, რობ მაასმა ის სასტარტო შემადგენლობაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა.

“ვფიქრობ, მნიშნველობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი თამაშია. ეს შესანიშნავი გრძნობაა.

“ალკმაართან” შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ვწუხვარ, რომ დავმარცდით. ვიცით, რომ ადვილი არ არის, მაგრამ მომდევნო მატჩებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს vi.nl.

გურამ კაშია “ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, ჰოლანდიის ერედივიზიონის 22-ე ტურში, “ალკმაარი” საკუთარ მოედანზე “ვიტესს” მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

მოგეხსენებათ, ნოემბრის შემდეგ, გურამ კაშიას “ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, ქართველი კაპიტანი კი სასტარტოში სწორედ დღეს დაბრუნდება. ასევე, “ალკმაარის” წინააღმდეგ ითამაშებს ვაკო ყაზაიშვილი.

Opstelling Vitesse in Alkmaar vs AZ: Guram Kashia en Lewis Baker in basiselftal van Rob Maas.

Posted by Vitesse on Saturday, 6 February 2016

როგორ დაუჭერენ “ვიტესის” ფანები მხარს გურამ კაშიას?

ჰოლანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არნემის “ვიტესის” ფანები გურამ კაშიას მხარს დაუჭერენ.

როგორც იცით, ქართველმა მცველმა ბოლოს არნემული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 22 ნოემბერს, “დენ ჰააგის” წინააღმდეგ ითამაშა. ამის შემდეგ, მან მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ დააბრუნა.

ბოლო ორი მატჩია “ვიტესს” ახალი მწვრთნელი, რობ მაასი ხელმძღვანებლობს. თუმცა, კაშიამ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – “კამბურთან” გამართულ მატჩში, ის მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა.

ცნობილია, რომ გურამს არნემში დიდ პატივს სცემენ და ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 27 იანვარს, “ვიტესი” საკუთარ მოედანზე “ზვოლეს” მიიღებს, მატჩის 37-ე წუთზე კი, სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები ფეხზე წამოდგებიან და გუნდის 37-ე ნომერს, კაშიას ტაშს დაუკრავენ.

გურამ კაშიას საუკეთესო მაჩვენებელი ერედივიზიონის მცველებს შორის

არნემის “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას ჰოლანდიის ერედივიზიონში 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ თავით გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ქართველმა მცველმა თავური დარტყმით ჰოლანდიური გუნდების კარის თერთმეტჯერ დალაშქრა, ასეთი რამ კი ცხრა წელია ერედივიზიონში მოთამაშე არცერთ მცველს არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის მცველებს შორის საჰაერო ორთაბრძოლა ყველაზე მეტჯერ მოიგო.

როგორ უჭერენ მხარს გურამ კაშიას “ვიტესის” ფანები (ვიდეო)

25 ოქტომბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, გურამ კაშიამ მცირე დაზიანება მიიღო, გულშემატკივრები კი მას ამხნევებდნენ.

გურამ კაშია საჰაერო ორთაბრძოლებში საუკეთესოა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” მცველი გურამ კაშია ჰოლანდიაში კიდევ ერთხელ აღიარეს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, მცველებს შორის ყველაზე მეტი საჰაერო დუელი მოიგო.

ქართველმა ფეხბურთელმა ამ კომპონენტში მეტოქეებს 39-ჯერ აჯობა.

გურამ კაშიათი ლა ლიგის გუნდები ინტერესდებიან

ესპანური გამოცემა sport.es-ის ინფორმაციით, არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტნით, გურამ კაშიათი ლა ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება.

27 წლის მცველს, რომელსაც ჰოლანდიაში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, შესაძლოა, ზაფხულში ჩემპიონატი შეიცვალოს.

ლა ლიგის რამდენიმე საუკეთესო გუნდს დაცვის ხაზის გამყარება სურს, ხოლო ისინი სწორედ გამოცდილი მცველის დამატებას ეცდებიან, რომელიც 4 ივლისს 28-ის გახდება, იტყობინება საიტი.

ესპანური საიტი ასევე წერს, რომ ქართველი მცველი “ვიტესის” უკანა ხაზის ლიდერია და ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესოდ ხუთ სეზონში ორჯერ დასახელდა.