კავკასიელებმა ლოკოსთან ისპარინგეს

20 სექტემებერს თბილისის კავკასიელები ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბისჩელენჯ ქაპის 2014/15 წლის სეზონის საკვალიფიკაციო პლეიოფის ორ-მატჩა რაუნდში იტალიურ რაგბის როვიგო დელტას გასვლაზე ეთამაშება. გუნდები მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრაში ერთმანეთს  27 სექტემბერს თბილისში, ‘ავჭალის სარაგბო სტადიონზე ერკინებიან (ასევე იხილეთ: თბილისის კავკასიელები – სტადიონი და ბილეთის ფასი ცნობილია).

ევროპულ დებიუტამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის კავკასიელებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე თბილისის ლოკომოტივთან სპარინგი გამართეს. დღევანდელ შეხვედრაში ლევან მაისაშვილმა შეკრებაზე მყოფი ყველა კავკასიელი გამოსცადა, ხოლო ლოკომოტივის რიგებში რამოდენიმე ესპუარმა და რუსთავის ხარების მოთამაშემ, მათ შორის ბორჯღალოსანმა, ვაჟა ხუციშვილმა ითამაშეს.

თამაშს რაც შეეხება, ის კავკასიელების გამარჯვებით – 36:0 დასრულდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ანგარიში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

შეუთამაშებლად პირველ ტიამში

პირველ ტაიმში გუნდს შეუთამაშებლობა ეტყობოდა და ერთგვარი მუხტიც აკლდა, რის გამოც ბურთი შეტევაში არაერთხელ დაიკარგა. ლელოს გატანის რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა ბურთის ვერშემაგრების, ან პასის არასწორად გაცემის გამო დაიკარგა. მერე მათ რატომღაც ანგარიშის ჯარიმით გახსნა გადაწყვიტეს და ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა, პირველი ტაიმის შუაში კი, პირველი ლელო გავიდა.

ცენტრალური ხაზის სიახლოვიდან წამოწყებული სწრაფი იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, სადაც შემტევებმა მეტობა გაითამაშეს და ალექსანდრე თოდუამ ანგარიში გახსნა. ხუთიოდ წუთში კავკასიელებმა 5-მეტრა დერეფანი მოიგეს, ბაჩანა გოგიშვილმალოკომოტივის დაულაგებელ დაცვას შეუტია და თანაგუნდელის დახმარებით მიზანს უწია. ირაკლი ყიასაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 14:0 დასრულდა.

კარგად ამუშავებული ხაზი

შესვენებაზე ცვლილებები მრავლად განხორციელდა, რაც ბუნებრივიცაა. ლევან მაისაშვილს სურდა, რომ საქმეში ყველა ენახა. მეორე ნახევარში გუნდი, უფრო ზუსტად მისი უკანა ხაზი კარგად ამუშავდა და შეცდომების რაოდენობაც შემცირდა.

თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც კავკასიელებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს და ბურთი ბაჩო კოლელიშვილმა დაამიწა. მეოთხე ლელო ლამაზ კომბინაციას მოყვა: მარჯვენა ფლანგზე შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ, უკანა ხაზმა იერიში მარცხენა ფლანგზე სწრაფად გაშალა, წითელ ზოლში ბურთი ძირს დავარდა, თუმცა, გიორგიაფციაური სიტუაციას არ გამოეთიშა და ლელოში შეიჭრა.

აღსანიშნავია, რომ აფციაურმა მთელი 80 წუთი გარემარბად ითამაშა. მეხუთე ლელოც გაშლილი იერიშის შედეგად გავიდა: ამჯერად მარცხენა ფლანგზე დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, მარჯვენა გვერდით ხაზთან აფციაური ჯერ ერთ მცველს დაუსხლტა, მეორესთან კონტაქტში შევიდა და ბურთი ლელოში თირნიკე ცერცვაძეს შეაყოლა. ტაიმის ბოლოს კავკასიელებმა მეტოქის დაცვა ხანგრძლივი შეტევით მოარღვიეს და ლოკომოტივის ლელოში გიორგი სანიკიძე თემურ სოხაძემ შეუშვა.

სპრანიგში კავკასიელებმა გაიმარჯვეს. გუნდი შეკრებას 17 სექტემბერს დაასრულებს და იტალიაში, თავიანთი სადებიუტო მატჩის გასამართად გაემგზავრება.

ლევან მაისაშვილითბილისის კავკასიელების მთავარი მწვრთნელი: „ამ თამაშის შემდეგ, შემადგენლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნები მოგვეხსნა. უკვე ზუსტად ვიცით იმ 26 მორაგბის ვინაობა, რომლებიც როვიგოში გაემგზავრება.

თავიდან ცოტა არეულად დავიწყეთ თამაში, მაგრამ ეს ბუნებრივია. შეუთამაშებელ გუნდს ქარიც დაერთო და ამან გარკვეული იქონია. ბიჭებს მეტი დრო დაჭირდათ თამაშის გასახსნელად, თუმცა მრავლად იყო ისეთი შეცდომებიც, რომლებიც კარგია ახლა რომ გამოჩნდა. ვიდეო ანალიზს რომ ჩავატარებთ, იმედია, მოთამაშეები მიხვდებიან ვარჯიშის დროს რას ვგულისხმობდით. არ შეიძლება შეტევაში ამდენი ბურთის დაკარგვა, რადგან წინ გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე გველოდება, ვიდრე დღეს გვყავდა და ის ამას არ გვაპატიებს. მთლიანობაში, პირველი თამაშის კვალობაზე ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რომ დარჩენილ სამ დღეში მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ნაკლოვანებები.

„უკმაყოფილო ვარ იმით, რომ არ შესრულდა ის კონკრეტული დავალებები, რომელიც ბიჭებს მივეცი. საწყისი 25 წუთის განმავლობაში ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და ასეთი დიდი უპირატესობის ფონზე, უქულოდ ვიყავით. დაცვის პრობლემები არ გამოჩენილა, რადგან უმეტესად ჩვენ გვქონდა ბურთი. იყო ეპიზოდები, როდესაც ბიჭები აგრესიულად მოქმედებდნენ დაცვაში და ამით კმაყოფილი ვარ. ეს სწორედ ისაა, რაზეც ჩვენი თამაში უნდა ავაწყოთ. მაგრამ აუცილებელია, რომ როვიგოში ასეთი აგრესიული წნეხი მთელი 80 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს, სხვა მხრივ წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება“.

Rugby.Ge