მარტინ დე რონმა “სიტის” ერთი ქულა გამოგლიჯა ხელიდან (ვიდეო)

ახლახან დასრულდა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერი, “მანჩესტერ სიტი” აიტორ კარანკას “მიდლსბროს” დაუპირისპირდა.

მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე სერხიო კუნ აგუერომ გახსნა კევინ დე ბრუინის საგოლე გადაცემით, რასაც სტუმრებმა 91-ე წუთზე უპასუხეს – თავი მარტინ დე რუნმა გამოიჩინა.

შედეგად, “მიდლსბრომ” მე-11 ქულა მოიპოვა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, “სიტის” 24 ქულა კი შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს მათი ლიდერობისათვის.


“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; კლიში, კოლაროვი, სტოუნზი, საბალეტა; გიუნდოგანი (ნოლიტო 75′), ფერნანდინიო; დავიდ სილვა, კევინ დე ბრუინი, ხესუს ნავასი; კუნ აგუერო (იჰეანაჩო 90′).

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“მიდლსბრო”: ვიქტორ ვალდესი; ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი; ტრაორე (სტუანი 90+3), მარტინ დე რონი, კლეიტონი, ფორშოუ, დაუნინგი; ნეგრედო.

მთავარი მწვრთნელი: აიტორ კარანკა


ოფიციალურად: ადამა ტრაორე “მიდლსბროს” შეუერთდა

ბრიტანულ პრემიერ ლიგაში ახლადგადმოსულმა “მიდლსბრომ” ზაფხულის მე-11 ტრანსფერი განახორციელა – აიტორ კარანკას გუნდმა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ადამა ტრაორე დაიმატა.

20 წლის ვინგერმა რივერსაიდელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შედეგად, ის “ასტონ ვილას” გამოემშვიდობა, სადაც მან 12 თვე გაატარა. ამ დროის მანძილზე კი, მან მხოლოდ 12 მატჩში დაიცვა “ვილას” ღირსება, რაც ძირითადად მისი ტრავმიანობით იყო გამოწვეული.

“ის ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალწვეულია. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მე მას პირველად შევხვდი.

ტრაორე საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. ვიცი თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად.” – განაცხადა კარანკამ, რომლის გუნდიც 10 სექტემბერს შინ “კრისტალ პალასს” მიიღებს.

ოფიციალურად: ვენგერმა საკუთარი ფეხბურთელი “მიდლსბროში” გაანათხოვრა!

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულისკენ მიდის და სწორედ ამ დროს გააქტიურდა ლონდონის “არსენალი”. სულ ცოტა ხნის წინ მათ მუსტაფი ოფიციალურად გაიფორმეს “ვალენსიადან”.

არსენ ვენგერის გადაწყვეტილებით კოლექტივში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. კონკრეტულად, 21 წლის მცველი, ჩემბერსი აიტორ კარანკას “მიდლსბროში” გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ერთ წლიანი იჯარა. მომდევნო ზაფხულზე, “არსენალის” საკუთრებაში მყოფი სპორტსმენი, გამოცდილების მიღების შემდეგ, ისევ დაუბრუნდება “მეთოფეებს”.

პრემიერ ლიგა: “მამლებმა” “კამფეტებს” ვერ აჯობეს, ნეგრედომ დებიუტშივე გაიტანა


12

“გუდისონ პარკზე” გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მალევე, მე-5 წუთზე გაიხსნა – როს ბარკლის ჩაწოდებამ ჰუგო ლორისის დაბნეულობა გამოიწვია, შედეგად კი ბურთი კარში ისე გაეხვა, რომ არავის შეხებია.

მატჩის მეორე ნახევარი კი მთლიანად “მამლების” უპირატესობით წარიმართა. უნდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნულ მატჩში შედგა ვინსენტ იანსენის დებიუტიც, რომელმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. გოლი კი ერიკ ლამელამ გაიტანა, რომელსაც კიდევ ჰქონდა ერთი შანსი.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებას მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უფრო იმსახურებდა.

გოლები: როს ბარკლი 5′ – ერიკ ლამელა 59′


54

პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში კლოდ პიუელის “საუთჰემპტონს” ვოლტერ მაცარის “უოტფორდთან” მოუწია დაჯახება. მატჩი საკმაოდ დაძაბული უნდა გამომდგარიყო და ასეც მოხდა.

უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს მასპინძლებმა. აღსანიშნავია მათ მიერ შესრულებული უძლიერესი დარტყმა, რომლის შემდეგაც გომესმა ბურთი ძლივს მოიგერია. ამოქმედდა საფეხბურთო დაუწერელი კანონი – ანგარიში ამ მომენტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, კაპუმ გახსნა ტროი დინის საგოლე გადაცემის წყალობით.

მატჩის მეორე ნახევარში “წმინდანები” ძალიან გააქტიურდნენ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 45 წუთში 16 შეტევის განხორციელება მოახერხა. ბურთი სამჯერ წავიდა გომესის კარისაკენ – ორჯერ გომესმა იყოჩაღა, ერთხელ კი რედმონდმა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

გოლი: რედმონდი 58′ – კაპუ 9′


rounde rectangle 1

პრემიერ ლიგაში ახლადგადმობარგებულმა “მიდლსბრომ” საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აიტორ კარანკას გუნდი შინ, “სტოკ სიტის” დაუპირისპირდა, რომელიც ახალ სეზონში დიდი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

ანგარიში მე-11 წუთზე, “მიდლსბროს” ახალწვეულმა, ალვარო ნეგრედომ გახსნა, რომელიც ინგლისში ესპანური “ვალენსიიდან” გადმობარგდა. გაშვებული გოლის შემდეგ, სტუმრებმა ბურთი დაიჭირეს, რითიც მასპინძლებს უფრო მეტი შანსი ეძლეოდათ კონტრ-იერიშებზე.

“სტოკმა” მატჩის მეორე ნახევარში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თავი შვეიცარიელმა ჟერდან შაქირიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.

გოლი: ალვარო ნეგრედო 11′ – ჟერდან შაქირი 67′


81

“კრისტალ პალასი” კვლავ აგრძელებს საშინელ სერიას 2016 წელს. ამჯერად, “არწივები” შინ, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” დამარცხდნენ, მაშინ, როდესაც შეეძლოთ თავადაც ჩაეწერათ 3 ქულა აქტივში.

თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი – უილფრედ ზაჰას ნაკლებად ეგოისტურად რომ ემოქმედა და პარტნიორებისაკენ გაეხედა, შესაძლოა, ანგარიშში 52-ე წუთისთვის “კრისტალ პალასი” დაწინაურებულიყო.

საბოლოოდ, მატჩში გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს – მაკკლინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს რონდონი გამოეხმაურა, მან საკმაოდ ოსტატურად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და გოლიც გაიტანა. ამ მომენტში ჰენესი უბრალოდ უძლური იყო.

ოფიციალურად: ანტონიო ბარაგანი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომდევნო სეზონში “ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო ბარაგანი “მიდლსბროში” ითამაშებს. როგორც ცნობილია, 29 წლის მოთამაშემ “პრემიერ ლიგის” ახალწვეულთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელფასის დეტალები არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი სხვადასხვა დროს “ლივერპულის”, “დეპორტივოს”, “ვალიადოლიდისა” და “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.

ოფიციალურად: “მიდლსბრომ” “აიაქსიდან” ფიშერი დაიმატა

ინგლისური “მიდლსბრო” ჰოლანდიურ “აიაქსს” დანიელი ვინგერის, ვიქტორ ფიშერის ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

21 წლის ფეხბურთელი კარანკას გუნდს, რომელმაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა (2016-17 წლების სეზონში), 9 ივნისს შეუერთდება, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

ფიშერმა “მიდლსბროსთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან ამსტერდამული კლუბი მას შემდეგ დატოვა, რაც 100-ზე მეტ მატჩში დაიცვა მათი ღირსება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფიშერი კარანკას პირველი შენაძენია.

ლი ტომლინსს “სიტის” კარში შედევრამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ “მიდლსბროს” ფეხბურთელმა ლი ტომლინმს მეტოქის კარში ულამაზესი გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა.

 

კალაში „ჩელსიდან“ მიდის

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ტომაშ კალაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კვლავ სხვა კლუბში გადავა.

Goal.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავიჯერებთ, 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს, იჯარის წესით, „მიდლსბროში“ დაასრულებს. წყაროს ცნობით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ჩეხმა მცველმა გერმანულ „კიოლნში“ ჩაატარა.

Kalas

„ჩელსის“ ტალანტმა მესამე მატჩში მესამე ლამაზი გოლი გაიტანა (ვიდეო)

„ჩელსის“ ახალგაზრდა მოთამაშემ პატრიკ ბამფორდმა, რომელიც ამჟამად იჯარით „მიდლსბროში“ გამოდის, „მილუოლთან“ შაბათს ანგარიშით 5:1 მოგებულ მატჩში მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა.

ბალოტელიმ “მიდლსბროს” მეკარეს გატანილი პენალტის შემდეგ დასცინა (ვიდეო)

როგორც იცით, 23 სექტმბერს, ინგლისის ლიგის თასზე “ლივერპულსა” და “მიდლსბროს” შორის გამართული შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანებს კარგად ასრულებდნენ და საბოლოოდ, პენალტების სერია “ლივერპულის” გამარჯვებით, 13:12 დასრულდა.

საინტერესოა, რომ ბალოტელის ორი თერთმეტმეტრიანის შესრულება მოუხდა, იტალიელმა თავდამსხმელმა ორივე დარტყმა ზუსტად შეასრულა, მეორე გოლის შემდეგ კი მეკარეს დასცინა.

“მილდსბროს” ფეხბურთელმა რობერტო კარლოსის სტილში შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა

13 სექტემბერს, “ჰუდესფლიდსა” და “მილდსბროს” შორის გამართულ მატჩში შესანიშნავი გოლი გავიდა.