2017-18 წლების სეზონიდან, ინგლისის პრემიერ ლიგაში ფეხბურთელები სიმულაციისათვის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებენ.
ამჟამინდელი წესების თანახმად, ფეხბურთელი მსაჯის მოტყუების მცდელობისათვის მხოლოდ ყვითელი ბარათით ისჯება.
სიმულაციის ამსახველ ეპიზოდს მსაჯის, ყოფილი ფეხბურთელისა და ყოფილი მწვრთნელისაგან შემდგარი ჯგუფი განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ სამივე მათგანი ერთ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდება, მაშინ დამნაშავე დისკვალიფიკაციას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი იმ ეპიზოდებსაც განიხილავს, რომლებიც შესაძლოა, მსაჯს გამორჩეს.
“კრისტალ პალასის” ფანებმა საკმაოდ ამბიციური პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი კრისტიან ბენტეკეს დასჯასა და “ლივერპულისთვის” ქულების ჩამოჭრას მოითხოვენ.
“არწივების” ფანებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელიც “პალასმა” შინ 1-2 წააგო, მატჩის არბიტრი კრისტიან ბენტეკეს სიმულაციას წამოეგო და პენალტი არასამართლიანად დანიშნა.
“2016 წლის 6 მარტს, “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის 94-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ სიმულანტობის საშუალებით მოიპოვა პენალტი, რომელმაც “ლივერპულს” მატჩი მოაგებინა.
ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის ცნობით სიმულანტობა დანაშაულია. ჩვენ, “კრისტალ პალასის” ფანები მოვითხოვთ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. კრისტიან ბენტეკე რამოდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს, “ლივერპულს” კი მინიმუმ 6 ქულა უნდა ჩამოაჭრან. ”
აღნიშნულ პეტიციას ამ დროისთვის 1 741 ადამიანი აწერს ხელს, განსახილველად კი 2 500 ხელმოწერაა საჭირო. თქვენც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი – პეტიცია
მიმდინარე სეზონში სიმულაციით განსაკუთრებულად არაერთი მოთამაშე გამორჩეულა. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელ ფეხბურთელებს.
დიეგო კოსტა
მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშისას კოსტა ესპანეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტად არ უყვარდათ. სიმულაცია, პროვოკაციები, შელაპარაკებები, შეურაცხყოფა – მის არსენალში ამ ყველაფრის მოძებნა ადვილად შეიძლებოდა. ინგლისში მისი თამაშის მანერა სწრაფად შეაფასეს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოურინიომ გუნდის სიმულანტებისგან გასუფთავება ვერ მოახერხა – პირიქით, კოსტას სახით მან თავისი გუნდის ეს თვისება გააძლიერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სიმულაციისთვის მიღებული ყვითელი ბარათების მაჩვენებლით „ლურჯები“ პირველ ადგილს იკავებენ
ანხელ დი მარია
არგენტინელი ფეხბურთელი მსახიობობით ჯერ კიდევ „ბენფიკაში“ თამაშის დროს გამოირჩეოდა. ძირითადად, ის ასე მეტოქის საჯარიმოში იქცეოდა. „რეალში“ ის არამხოლოდ კარგი თამაშით, არამედ ხშირი სკანდალებითაც ახსოვთ. მანჩესტერში გადასვლის შემდეგ ანხელს თავისი „ჰობის“ შესახებ არ დავიწყებია. „არსენალთან“ სათასო შეხვედრაში დი მარიამ წინა წლები გაიხსენა. თავიდან სამხრეთ ამერიკელმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი… შემდეგ იგი მთავარ მსაჯს მაიკლ ოლივერს მაისურზეც ქაჩავდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ არბიტრი მართალი იყო, როდესაც მისი გუნდის ფეხბურთელი გააძევა
ალექსანდრ ნოიოკი
იცით თუ არა, ვინ არის ალექსანდრ ნოიოკი? გაიცანით დონეცკის „მეტალურგის“ 22 წლის ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინის ახალგაზრდულ გუნდში 21 მატჩი ჩაატარა. ის სიმულაციის ჟანრის ახალი ვარსკვლავია. ლვოვის „კარპატთან“ შეხვედრაში ნოიოკმა მსახიობობის უმაღლესი დონე გამოვლინა
ადნან იანუზაი
ადნან იანუზაი ძალიან ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდაა, რომელმაც თავის მოკლე კარიერაში სიმულაციისთვის არაერთი ბარათის მიღება მოასწრო. ვინ იცის, იქნებ მის მიერ მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობა გოლების რაოდენობასაც კი აღემატებოდეს. ამით ბელგიელი ინგლისში ნამდვილად არ დაიკარგება, ქვეყანაში, სადაც ასეთი ხალხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თანაგუნდელ ანხელ დი მარიასთან ერთად მას ამ მხვრივ წარმატებული ტანდემი უნდა გამოუვიდეს.
ბონუსად:
და მაინც, ნამდვილი ფეხბურთი არა ევროპაში, არამედ სამხრეთ ამერიკაშია. იქ ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც ფეხბურთსთვის ბევრს გააკეთებდა და, დიდი ალბათობით, თავსაც გაწირავდა. ეკვადორის „ბარსელონას“ მეკარემ მაქსიმო ბანგერამ ბოლო იმედია ჯარიმა გამოიყენა, თუმცა როგორ შეუძლია ლათიონოამერიკელს ფეხბურთის გარეშე ერთი საათის განმავლობაში ცხოვრება? იმედგაცრუებულმა მეკარემ ტკივილისგან თითქმის გონება დაკარგა…
პანამისა და ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (1:0), ტრინიდადელმა ფეხბურთელმა თამაშის წესი დაარღვია და შემდეგ ისე მოიქცა, თითქოს დაზიანება მან მიიღო.