16 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, “კრუს ასულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:4), კრიშტიანო რონალდუმ მეტოქის კარის დალაშქვრა ორიგინალურად სცადა.
ჭდე: კრუს ასული
„რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში უპრობლემოდ გავიდა (ვიდეო)
მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მექსიკური „კრუს ასული“ უპრობლემოდ დაამარცხა. კარლო ანჩელოტის მოთამაშეებმა მეტოქეს ანგარიშით 4:0 მოუგეს.
მე-15 წუთზე ანგარიში სერხიო რამოსმა გახსნა. 11 წუთში მადრიდელთა უპირატესობა ორამდე ქარიმ ბენზემამ გაზარდა. 50-ე წუთისთვის „ბლანკოსი“ უკვე ანგარიშით 3:0-ს იგებდა, მესამე გოლი თავის ანგარიშზე გარეთ ბეილმა ჩაიწერა, წერტილი კი ისკომ დასვა, რომელმაც თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში 0:2 იყო, იკერ კასილიასმა პენალტი მოიგერია.
„კრუს ასული“ – „რეალი“ 0:4
გოლები: რამოსი 15′, ბენზემა 36′, ბეილი 50′, ისკო 72′
„კრუს ასული“: კორონალ ფლორესი, როდრიგესი, დომინგესი, პინტო; ტორადო, ბერნარდელო; როხასი (ვალადესი 76′), ფორმიკა, ხიმენესი (ფაბიანი 65′); პავონე (ბარერა 65′)
„რეალი“: კასილიასი; კარვახალი, პეპე, რამოსი (ვარანი 64′), მარსელი; ბეილი, ილიარამენდი, კროოსი (ხედირა 73′), ისკო (ხესე 76′); ბენზემა, რონალდუ
გაფრთხილება: რამოსი
მექსიკელმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში ორი პენალტი ვერ გამოიყენა
17 სექტემბერს “კრუზ ასულსა” და “ჩორილოს” შორის გამართულ მატჩში (3:0), “კრუზ ასულის” მცველმა როჯელიო ჩავესმა ორი თერთმეტმეტრიანი გამოყენება ვერ მოახერხა.