უკრაინის ნაკრებისა და “დნიპროპეტროვსკის” გარემარბის, ევგენი კონოპლიანკას, აგენტი მილანშია და “როსონერის” ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.
24 წლის გარემარბი, “დნიპროს” ლიდერია და მისი შეძენა უამრავ გუნდს სურდა, მათ შორის: “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რომას”. ამჟამად უკრაინელის აგენტი, “მილანისა” და “ინტერის” შეფებს ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.