კონოპლიანკა “მილანთან” ძალიან ახლოსაა

უკრაინის ნაკრებისა და “დნიპროპეტროვსკის” გარემარბის, ევგენი კონოპლიანკას, აგენტი მილანშია და “როსონერის” ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.

24 წლის გარემარბი,  “დნიპროს” ლიდერია და მისი შეძენა უამრავ გუნდს სურდა, მათ შორის: “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რომას”. ამჟამად უკრაინელის აგენტი, “მილანისა” და “ინტერის” შეფებს ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როტანი: “გუარინი სიმულანტია”

გუშინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩი “დნიპროსა” და მილანის “ინტერს” შორის გაიმართა. (0:1), უკრაინული გუნდის კაპიტანმა რუსლან როტანმა 68-ე წუთზე გუარინთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

“ჩემი აზრით, იმ ეპიზოდში გუარინმა სიმულაციას მიმართა.  კოლუმბიელი თავისით დაეცა, რომლის გამოც წითელი ბარათი მივიღე. როგორც კი მინდორი დავტოვე, მალევე “ინტერმა” გოლი გაგვიტანა და რთული იყო 10 კაციანი შემადგენლობით ჩვენს გუნდს იტალიელებთან თამაში შემოეტრიალებინა. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. ძალიან თანაბარი თამაში ჩავატარეთ.”-განაცხადა როტანმა